წელი ისე არ გაივლის, პელეს რომ არ ჰკითხონ, რონალდუ სჯობს თუ მესი. პელესაც არ ეზარება და ბრაზილიაში „სპორ TV“-სთან ინტერვიუში ისევ გაარჩია ეს საკითხი.
„მესი უფრო სტაბილური იყო ბოლო წლების განმავლობაში, კრიშტიანუ კი, რა თქმა უნდა, დიდი მეგოლეა. რონალდუ გამტანია, ხოლო მესი თამაშს აკეთებს, საგოლე პასებს არიგებს და თვითონაც ბევრი გააქვს. სადავო არაა, რომ ლეო კრიშტიანოზე უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია“- თქვა პელემ.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
