Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)

Home ვაჟა ხუციშვილი
ტანკისკენაა საქმე ზონაში
ჩანაწერი

ტანკისკენაა საქმე ზონაში

რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბმა პერმის „ამკარმა“ დიდხანს სიცოცხლე გვიბრძანა – პერმის მხარის ბიუჯეტში გუნდის საკვები ფული გათავდა და „ამკარი“ გუშინ ოფიციალურად გაუქმდა. 1994 წელს შექმნილი კლუბი 2004-დან პრემიერ ლიგაში იყო და ერთხელ  ( 2008 ) თასის ფინალსაც უწია. „ამკარის“ ნაცვლად პერმში „ზვეზდა“ -ს გააკეთებენ და მეორე დივიზიონში ითამაშებს. სანაღვლო ამ ამბავში ჩვენთვის არაფერია, „ამკარის“ ყოფილი...

ჩანაწერი

გოლზე წვდომის განხორციელება გლობალური ფილოსოფიური ტიჯანიზმით

„თამაშის მოსაგებად  უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოთ, ვიდრე გაუშვებთ –  ვუთხარი ერთხელ ვენგერს – რადგან დაცვა არ გივარგათ, 1-2 გოლს ყოველთვის უშვებთ და ამ შემთხვევაში მოსაგებად  ორი-სამის გატანა გჭირდებათ. რამდენ მატჩში გაიტანეთ ორი და მეტი გოლი სეზონის განმავლობაში?  ვერ გაიტანეთ იმდენში, რაც საკმარისი იქნებოდა პრემიერლიგის მოსაგებად “ – ასე უპასუხა  „კრედიტ სუის“-ის  ფინანსური ჯგუფის აღმასრულებელმა...

ცოლი და ტაკონი
ჩანაწერი

ცოლი და ტაკონი

ცოლიც მსაჯი ჰყოლია თურმე მაიკლ ოლივერს, ინგლისელ არბიტრს,  რომელმაც ისე დაუსტვინა საპენალტედ „რეალისთვის“, რომ მისი ნასტვენი  ჯერ კიდევ მიზუზუნებს  მადრიდიდან ტურინისკენ. „იუვენტუსის“ ქომაგებმა  მაიკლის მეუღლის, ლუსის ტვიტერზე მოქექეს  2016 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაღებული  სურათი წარწერით:  „მგონი არაა ცუდი სტადიონი“.  იქვეა ესპანეთის დედაქალაქში ცოლ-ქმრის  მოგზაურობის სხვა სურათებიც  მინაწერით: „საყვარელი მადრიდი“.  ცხადია,  ტიფოზები პირდაპირ სამხილებს  ეძებენ ოლივერების...

ნკურუნზიზა: კომეზა გუსენგა !
ჩანაწერი

ნკურუნზიზა: კომეზა გუსენგა !

3 თებერვალს ბურუნდის ქალაქ კირემბაში გაიმართა ფრიად თვალსასეირო და დაძაბული ამხანაგური ასპარეზობა ფეხბურთში, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მწვანე მინდროზე ერთმანეთს პირისპირ წარსდგნენ კირემბას ოსტატ ფეხბურთელთა გუნდი და ბურუნდის პრეზიდენტის პიერ ნკურუნზიზას გუნდი „ალილუია“. „ალილუიას“ შემადგენლობაში თამაშობს თავად ნკურუნზიზა – ძირითადად ძირითადში – და მისი კლუბის დევიზია „ კომეზა გუსენგა!“ BBC-ის ცნობით, შეხვედრა დასრულდა „კირემბას“ მწვრთნელის...

ბრატისლავაში ალგებრა წაიკითხეს
ჩანაწერი

ბრატისლავაში ალგებრა წაიკითხეს

ბრატისლავაში გუშინ გამართულ უეფას კონგრესზე ჩემპიონთა და უეფას ევროპის ლიგის მომავალი სეზონის ფორმატი დაამტკიცეს. მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გავარდნილი ყველა გუნდი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოში გადაინაცვლებს. გარდა ამისა,  ჩემპიონთა ლიგაში  საკამათო ეპიზოდებში ვიდეო რეფერის არ გამოიყენებენ. ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 26 გუნდი (აქამდე 22 იყო )....

რუბენის გატაცება: ძარცვა, ჩარტყმა, გატაცება
ჩანაწერი

რუბენის გატაცება: ძარცვა, ჩარტყმა, გატაცება

დღეს, დილით, რეიდზე ვალენსიის პოლიციამ  ხელს გააყოლა  „ვილიარეალის“ პორტუგალიელი მცველი რუბენ სემედო. 23 წლის ფეხბურთელი ეჭვმიტანილია ადამიანის გატაცებაში და ძარცვაში. 12 თებერვალს ბატერას  (ვალენსიის რეგიონი) მუნიციპალიტეტში პოლიციას კოჭლობით მიაკითხა ყავარჯნიანმა დაზარალებულმა, რომელიც სამ კაცს გაუტაცია, დაუბამს და უცემია. მერე სახლის გასაღები წაურთმევია, ორნი წასულან და მისი სახლი გაუძარცვავთ. სამიდან ერთი ეჭვმიტანილი სწორედ რუბენ სემედო გახლავთ,...

სტოილოვი საქართველოს წინააღმდეგ?
ჩანაწერი

სტოილოვი საქართველოს წინააღმდეგ?

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აზამატ აიტხოჟინმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები დაასახელა. „ოთხი კანდიდატი გვყავს შერჩეული. მათ შორის ორი ყაზახეთში მუშაობს – ტალგატ ბაისუფინოვი (21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი) და სტანიმირ სტოილოვი (ასტანა). მარტამდე ნაკრებს თავკაცი ნამდვილად ეყოლება“- თქვა გენმდივანმა. ფავორიტი ამ წყვილში სტანიმირ სტოილოვია, რომელიც „ასტანაში“ 2014 წლიდან მუშაობს და ოთხჯერ გახადა ჩემპიონი. გუნდი ევროპის ლიგის...

უსამატანანური  ამბავი
ჩანაწერი

უსამატანანური  ამბავი

ფეხბურთელმა დასტური თქვას გუნდში გადასვლაზე და არ იცოდეს ეს გუნდი სადაა, ამასაც მოვესწარით. 23  წლის მაროკოელი უსამა ტანანე  „სენტ ეტიენის“ ძირითადში ვერ ხვდებოდა და შარშან ზაფხულს გრან-კანარიას  „ლას პალმასში“ განათხოვრების ვარიანტი რომ გამოუჩნდა, დათანხმდა. ჩავიდა ტანანე ლას პალმასში და იქაურობას ვერ შეეგუა – ორ თვეში აიბარგა და საფრანგეთში დაბრუნდა, რამდენმე დღის წინ კი le10sport-თან ინტერვიუში...

ვინ ჩააწყო ლევანტე – სარაგოსა?
ჩანაწერი

ვინ ჩააწყო ლევანტე – სარაგოსა?

გარიგებაში ეჭვმტანილი „ლევანტეს“ და „სარაგოსას“   ფეხბურთელების, მწვრთნელების, დირექტორების და პრეზიდენტების სასამართლო მოსმენა ვალენსიაში 27 თებერვალს განახლდება. საქმე შარშან ივლისში დროებით შეწყდა და წლეულს გაგრძელება იქნება. ანტიკორუფციულმა სამსახურმა „ლევანტე“ – „სარაგოსას“  მატჩს ხელი  2011-ის შემოდგომაზე  ჩაავლო.  2010-11 სეზონის ბოლო ტურში, რომელიც 21-22 მაისს გაიმართა,  „ლევანტემ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა. „ლევანტე“ არხეინად იყო, „სარაგოსა“ კი მხოლოდ მოგების შემთხვევაში დარჩებოდა...

რა ტკბილია და რა მწარე ამბავი ბანაობისა
ჩანაწერი

რა ტკბილია და რა მწარე ამბავი ბანაობისა

ერთი პორტუგალიელი – სახელს და გვარს არ ვიტყვი – ფულში ბანაობს და ირიბად მაინც ჯამაგირის მომატებაზე აგზავნის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს „რეალის“ მისამართით. იმდენი ხელფასი უნდა, რამდენშიც ერთი ბრაზილიელი ბანაობს პარი სენ ჟერმენში, რომელიც ეკუთვნის ასევე ფულში მობანავე არაბებს. ეს ბრაზლიელი ფიქრობს, რომ „ბარსელონა“ – სადაც ადრე თამაშობდა – ფულში ბანაობს, იმიტომ რომ სწორედ მისი გაყიდვისთვის მიიღო...