2014 -ში კარიერის დასრულების შემდეგ ტიერი ანრი SKY SPORTS-ის კომენტატორი გახდა და მსუყე კონტრაქტი გააფორმა – 24 მილიონი გირვანქა 6 წელიწადში. მომდევნო წელს „არსენალის“ ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელობაც იტვირთა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა. არსენ ვეგერს არ მოსოწონდა მისი მწვრთნელ-კომენტატორობა და არჩევანის წინაშე დააყენა. ანრიმ კომენტატორობა არჩია. იმავდროულად სამწვრთნელო კურსებზე სწავლობდა და 2016-ის მარტში უეფას...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
გაგონილა მესი და დოლარის კურსი ?
არგენტინის ნაკრების საბრალო მწვრთნელის ხორხე სამპაოლის საკრიტიკოდ გონსალო იგუანის მამამ ხორხე იგუაინმაც მოიცალა: „ორი ფორვარდი (აგუერო და იგუაინი) რომ გყავს გუნდში, რომლებსაც ერთად 600 გოლამდე აქვთ გატანილი და ძირითადში არცერთი არაა, ნორმალურია ეს ? ყველაფერს მესის რატომ ვთხოვთ? ზედმეტი ხომ არ მოგვდის ? ეგებ დოლარის კურსის დაწევაც მესისთვის გვეთხოვა?“
სამპაოლის 40 ცოდვა
ხორხე სამპაოლის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოუცია წიგნი, რომელშიც წერს, რომ არ უყვარს დაგეგმვა, არასოდეს არ გეგმავს და საერთოდაც, ფეხბურთის თამაში ფანტაზიაა და გეგმებში ვერ ჯდება. არგენტინული გაზეთ „კლარინის“ ჟურნალისტმა ენრიკე გასტანიაგამ არ დაიზარა და საკუთარ ფანტაზიებში დაკარგულ ნაკრების მწვრთნელ ხორხე სამპაოლის 40 ცოდვა დაუთვალა. 1) ნაკრებში რევოლუციას გვპირდებოდა და თითქმის იგივე შემადგენლობა ათამაშა, რაც წინა მწვრთნელმა...
ნეიმარ, შე ჩემ…
ერიკ კანტონამ ნეიმარი ჩემოდანს შეადარა, რომელიც ხელის ოდნავ მირტყმაზე ჩიკორივით ბზრიალებს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კანტონა ამბობს: „ეს ჩემი ახალი ჩემოდანია, რომელსაც ნეიმარი დავარქვი ფერის გამო ( ნეიმარის თმა ყვითლადაა შეღებილი ), მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ოდნავ შეხებაზე საათობით ტრიალებს. ნეიმარ, შენ დიდებული ფეხბურთელი და შესანიშნავი მსახიობი ხარ, მაგრამ ფრთხილად იყავი ! მარჯვენა მხარზე თუ დაგეჯახნენ,...
ვისი ვალი აქვს ტონი კროოსს?
შვედეთთან გატანილი გოლის გამო ტონი კროოსს მავანი ინგლისელის, ლი რობინსონის 5250 გირვანქა ვალი დაედო. რობინსონს 5 გირვანქაში 1050 კუშიანი ბილეთი დაუწერია: მექსიკა – სამხრეთ კორეა 2:1, ბელგია – ტუნისი: ლუკაკუს დუბლი და გერმანია – შვედეთი: კროოსი გაიტანს საჯარიმოს გარედან. იმ წუთისთვის, როცა შვედების კარში ჯარიმა დაინიშნა, ლუკაკუს უკვე დუბლი ჰქონდა, მექსიკამ მოიგო 2:1 და საჯარიმოს...
მარიხუანი
არგენტინელი ჩოგბურთელები ხუან მონაკო და ხუან იგნასიო ჩელა ნიჟნი ნოვგოროდში არგენტინა-ხორვატიის საცქერლად ჩავიდნენ. რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ არგენტინის გამარჯვებით დატკბებოდნენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორ ხორხესამპაოლურად დამთავრდა ეს ამბავი. მონაკომ და ჩელამ მატჩის წინ გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე დადეს და თამაშის შემდეგ ენდი მარიმ დახვეწილი იუმორით მიუკომენტარა: „ბედნიერები ხართ, ამხელა გზა მაგის სანახავად რომ გაიარეთ?“
მასპინძელო, მხიარულო, ქათმის ძვალი გიჭრიალებს
„მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ITV-სთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ორიოდ ამბავი გაიხსენა. მაგიდის ჩოგბურთი ფერდინანდი და რონალდუ მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდნენ. რიომ მოუგო, ჩვენ ვხალისობდით, რონალდუ კი აშკარად ნაწყენი იყო წაგებით. ბიძაშვილს დაავალა ჩოგბურთის მაგიდის ყიდვა და სახლში ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ფერდინანდი ჩვენ თვალწინ დაამარცხა. ამიტომაც არ მიკვრის, რომ სულ გამარჯვება სწყურია, მსოფლიოს ჩემპიონობაც უნდა და...
იბრა დეშამის მწვრთნელად დანიშნეს
დიდმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას გარიყვის გამო გაკენწლა : „არასწორია რომ ბენზემა ნაკრებიდან მოკვეთეს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში, „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ მოუგია და რის გამოც ნაკრებში არ ათამაშებენ, ფეხბურთთან არანაირ კავშირში არაა. მწვრთნელი თუ თვლის რომ ბენზემა არ გამოადგება, მაშინ ეს მწვრთნელი გუნდში არ უნდა იყოს, ხოლო...
უღმერთოებმა ღმერთი ვერ იცნეს
მოსკოვის პოლიციის სპეცრაზმელებმა დიეგო მარადონა ვერ იცნეს და „ლუჟნიკის“ ავტოსადგომზე არ შეუშევს. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ არგენტინელის თანხმლები პირები აუხნან კარისკაცებს, რომ პუტინი ან მედვედევი კი არა, თვით მარადონა დგას კართან და ავტოსადგომზე შესვლა უნდა, თუმცა ამაოდ. რუსეთის საფეხბურთო კავშირი ტრაბახობდა, ჩემპიონატის ორგანიზაციის მხრივ თამასა მაღლა ავწიეთო. ძალიან მაღლა აუწევიათ, ისე რომ ზემოდან მარადონას ვეღარ...
პირველი ტაქსისტური: BMW – მექსიკა 1:0
მსოფლიოს ჩემპიონატი ტურისტების გაღლეტაში უკვე დაიწყო სანკტ პეტრბურგში. გახსნის მატჩში რუსეთმა მექსიკა 1:0 დაამარცხა. პეტერბურგელმა ტაქსისტმა მექსიკელ ტურისტ ქალს 2 კილომეტრზე გასეირნებაში 6000 რუბლი, დაახლოებით 100 დოლარი გამოსძალა. ქალს ნევის გამზირის დათვალიერება უნდოდა, ჩამჯდარა BMW-მარკის ავტომობილში და ორიოდ კილომეტრში ექსკურსია დამთავრებულა. ტაქსისტს დაცვიდან უთამაშია – კარები ჩაუკეტავს და 7000 რუბლი მოუთხოვია. ტურისტს 6000 მიუშავებია გათავისუფლებს...








