მადრიდის „ატლეტიკოს“ საშობაო წვეულებაზე როკ კონცერტი გაიმართა. საამისოდ როკ-ჯგუფი არ მიუპატიჟებიათ – მომღერალი გახლავთ დიეგო სიმეონეს თავქარიანი თანაშემწე ხერმან ადრიან რამონ ბურგოსი, მეტსახელად „მონო“, რაც მაიმუნს ნიშნავს. „ატლეტიკოს“ ყოფილი მეკარე (2001-2004) 90-იანი წლებიდან მღერის. მის პირველ ჯგუფს ერქვა „ლა პიარა“ (ფარა), მერე კი სახელი შეუცვალა – „ბურგოს სიმპატია“. ბოლოს, მადრიდში თამაშისას, მეორედ გადანათლა ჯგუფი და...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
კოკაინალდუ
მარსელის პოლიცია საუკუნის აღმოჩენის ავტორი გახდა – 17 დეკემბერს ნარკოგამსაღებლის სახლის სარდაფში ნახევარი კილო კანაფი და 50 გრამი კოკანი იპოვა. ეს ამბავი გვერდზე ჩაგვივლიდა, რომ არა შემფუთველის ორიგინალური ხედვა – რატომღაც „იუვენტუსის“ მაისურში გამოწყობილი, დოინჯშემოყრილი კრიშიტიანუ რონალდუს სურათი დაუკრავს შეფუთვაზე. რატომ რონალდუ? ამის გარკვევას პოლიცია გამსაღებელთან ცდილობს, მანამდე კი ვივარაუდოთ, რომ დიზაინერი „იუვეს“ და რონალდუს...
შენ ბილეთს წერდი იმ დღეს, ემერი !
ნახევარი საუკუნისაც არ მოყრილა ჯერ უნაი ემერი, მაგრამ მისი ავტობიოგრაფიული წიგნი უკვე დახლზე დაიდო. უეფას ევროპის ლიგა ზედიზედ სამჯერ რომ არ მოეგო, ბიოგრაფიის გამოცემაზე ალბათ არც გაიქაჩებოდა, მაგრამ ჩათვალა რომ მოსაყოლი ბევრი დაუგროვდა და დააბეჭდინა. წიგნში, რომელსაც „უნაი ემერი, ელ მაესტრო“ ჰქვია, კარიერული ამბების გარდა ერთი ისეთი ამბავიცაა, აქაურ მეკუშეებს რომ გაახალისებს. ჯეელობაში, ფეხბურთელობისას, უნაი...
დღეს რომელ უბანში ვბანაობთ?
პასუხი კითხვაზე, რომელ ქალაქში წავა ევროპის სუპერთასი, ცნობილია: მადრიდში, მაგრამ რომელი კლუბის ფორმით ჩავა თასი ესპანეთის დედაქალაქში და მადრიდის რომელ უბანში იბანვებენ შადრევნებში, დღეს ტალინში გაირკვევა. უკვე ორი წელია, სუპერთასი „რეალის“ მუზეუმში მიბრძანდება, მაგრამ რაკი რონალდუ ტურინში გადაბარგდა და ზედიზედ სამი ფინალის მომგები ზიდანიც წავიდა, სიმეონეს შანსი აქვს ჯავრი იყაროს ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში მარცხის...
ბიჭების გასათხოვარი მწვრთნელი, ანუ დიპლომიანი სარძლო
28 წლის ესპანელი ლური სოროჩე „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელია. ბარსელონაში დაბადებულს ბავშვობაში ამავე ქალაქის გუნდშიც უთამაშია, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელობა ქალის საქმე არაა და… სამწვრთნელო საქმეს გაჰყვა. „მომწონს მართვა, საუბარი და მოტივირება. ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა, მაგრამ არც ფეხბურთიდან წასვლა მსურდა. ამიტომაც დავამთავრე მადრიდში ფიზკულტურის ფაკულტეტი, შემდეგ კი უეფას სამწვრთნელო „პრო“ ლიცენზია ავიღე და ოთხ...
კონტე სარით მოიცილეს
„ჩელსის“ პრეზიდენტმა ბრიუს ბაკმა დღეს დილით კობჰემის ბაზაზე ანტონიო კონტესთან შეიარა და უთხრა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია. 48 წლის იტალიელმა მწვრთნელმა ორი სეზონი გაატარა ლონდონურ კლუბში. პირველში პრემიერლიგა მოიგო, მეორეში კი ასოციაციის თასი, მაგრამ ამ სეზონის მეორე ნახევარი გუნდმა ისე უშნოდ დაიწყო, რომ კონტეს სკამი მოლაყლაყდა. იტალიელის ხელში „ჩელსიმ“ ბოლო მატჩი 19 მაისს „მანჩესტერთან“ ასოციაციის თასის...
ვა, ვეა?
40 წლის ჯიჯი ბუფონი „იუვენტუსიდან“ პარი-სენ-ჟერმენში გადავიდა, სადაც… ვეასთან ერთად ითამაშებს – ლიბერიის პრეზიდენტის ჟორჟ ვეას 18 წლის შვილი ტიმოტი ვეა და უბერებელი ბუფონი თანაგუნდელები გახდნენ. განსაკუთრებული ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: 1995 წლის 19 ნოემბერს „პარმა“–„მილანის“ მატჩში 17 წლის ბუფონის დებიუტი შედგა, სტუმართა გუნდში კი თამაშობდა… 29 წლის ლიბერიელი მეგოლე ჟორჟ...
ეს რამ დაგაწერინა ?!
ერთი გირვანქით 140 ათას 505 გირვანქას იგებდა აბერდინელი მარკ მორისონი ივან პერიშიჩს რუსეთთან საჯარიმოს გარედან რომ გაეტანა. რა ეწერა მორისონს ? 1) შვედეთი-ინგლისი, ჰარი მაგუაიერი თავით გაიტანს. 2) საფრანგეთი – ურუგვაი, ანტუან გრიზმანი საჯარიმოს გარედან გაიტანს. 3) ბრაზილია – ბელგია, კევინ დე ბრუინი საჯარიმოს გარედან გაიტანს. 4) რუსეთი – ხორვატია, ივან პერიშიჩი საჯარიმოს გარედან გაიტანს....
ფრანგების ჩაცმა გარიგებულია ?
ექვსი მატჩი ითამაშა საფრანგეთის ნაკრებმა და ტრუს-მაისურ-გეტრების ფერთა კომბინაცია ერთხელაც არ გაუმეორებიაო, წერს არგენტინული „ოლე“ და ირონიულად კითხულობს, შავ-ბნელ ძალებთან ხომ არ აქვთ ურთიერთობა და რიტუალს ასრულებენო. „ოლე” იმასაც ამტკიცებს, რომ დიდიე დეშამს პრესკონფერენციაზე ყოველთვის ახლავს უგო ლორისი. მხოლოდ ერთხელ არ იახლა – დანიასთან მატჩის წინ – ლორისს კი ამ შეხვედრაში არ უთამაშია და მატჩიც...
ყველაზე ძვირი ბებერი ვაჟბატონი
112 მილიონი ევრო მადრიდის „რეალს“, კრიშტიანუ რონალდუ 4 წლით „იუვენტუსს“, 30 მილიონი წელიწადში რონალდუს და ღია წერილი „რეალის“ ფანებს – ასე დამთავრდა ცხრაწლიანი, უხვგოლიანი და მრავალტიტულიანი მადრიდული ეპოქა აწ უკვე „რეალისთვის“ ლეგენდად ქცეული პორტუგალიელისა. ესაა ყველაზე ძვირი ტრანსფერი ორივე კლუბის ისტორიაში და თან, 33 წლის ფეხბურთელში ამდენი აქამდე არავის გადაუხდია. „იუვენტუსმა“ გადაიხადა 112 მილიონი და...






