38 წლის მწვრთნელმა 36 წლის და 34 წლის ფეხბურთელები ითხოვა წელიწადნახევრით. მწვრთნელი გახლავთ სტივენ ჯერარდი, ფეხბურთელები კი ინგლისელი ჯერმენ დეფო „ბორნმუთიდან“ და ჩრდილოირლანდიელი სტივენ დევისი „საუთჰემპტონიდან“. ჯერარდი გასული ივნისიდან გლაზგოს „რეინჯერსის“ თავკაცია და „სელტიკთან“ საჩემპიონო ჯაჯგურში ყოჩაღი ბიჭები სჭირდება. დეფოს ოცწლიან კარიერაში 273 გოლი გაუტანია და ჯერ ისე არ დაბერებულა, რომ შოტლანდიის ჩემპიონატში რამე არ...
Author: ვაჟა ხუციშვილი (ვაჟა ხუციშვილი)
დიდსა კაცსა დიდი…
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტანით დიდია, დიდ გუნდებში უთამაშია და დიდად საკვირველი გოლებიც გაუტანია. ზლატანს, როგორც ჩანს, ჭამა-სმაც დიდად შესარგი ჰყვარებია და ხუმრობაც „დიდი“ სცოდნია, რაკი ასეთი სურათი აუტვირთავს ინსტაგრამზე და მიუწერია: „სეზონებსშუა“ . „ლოს ანჯელეს გალაქსის“ შვედი მეგოლე ახალი სეზონის დაწყებამდე, ეტყობა, ჭამა-ძილის რეჟიმშია და სასწორისკენ აღარც იხედება.
უი! გაუშვეს რუი
ლისაბონის „ბენფიკას“ მწვრთნელი რუი ვიტორია გაათავისუფლეს. მიზეზი: მისმა გუნდმა ხუთშაბათს “პორტიმონენსესთან“ სტუმრად წააგო, ცხრილში მეოთხე ადგილზე დაეშვა და ლიდერ „პორტუს“ მთელი 7 ქულით ჩამორჩა. ვიტორიას დროებით შეცვლის „ბენფიკას“ მეორე გუნდის თავკაცი ბრუნო ლაჟე. რუი ვიტორია „ბენფიკაში“ 2015 წელს „გიმარაეშიდან“ მივიდა. იქიდან მოყოლებული გახდა ჩემპიონი, თითოჯერ მოიგო ლიგის და ქვეყნის თასი და ორჯერაც სუპერთასი, თუმცა ჩემპიონთა...
არგენტინამ ბრაზილიას მექსიკა წაართვა
მექსიკის ნაკრების მწვრთნელად ხერარდო დანიელ „ტატა“ მარტინო დანიშნეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. 56 წლის არგენტინელი ბოლოს აშშ-ს მეიჯორ ლიგის „ატლანტა იუნაიტედში“ მუშაობდა და გუნდი ჩემპიონი გახადა. მან მექსიკის ნაკრებში ბრაზილიელი რიკარდო ფერეტი შეცვალა. ხერარდო მარტინოს ოცწლიან სამწვრთნელო კარიერაში 10 კლუბში და ორ ნაკრებში უმუშავია. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე პარაგვაი მისი თავკაცობით მეოთხედფინალში გავიდა და მომავალ...
აბდელკადერი
მადრიდის „რეალმა“ ბრაჰიმ აბდელკადერ დიასის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ 15 მილიონი ევრო მიუთვალა და მომავალი კვირის დასაწყისში წარადგენს. ნახევარმცველი კონტრაქტს 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. ეს იქნება „რეალის“ პირველი საახალწლო ტრანსფერი. მალაგაში დაბადებული 19 წლის ესპანელი 16-ის იყო, „სიტიმ“ „მალაგასგან“ 2015 წელს 200 ათას გირვანქად რომ იყიდა. მისი დებიუტი ინგლისში 2016-ის 21 სექტემბერს შედგა და „სიტისთან“...
ბადეზე ზის აზიზი
ცოლის გადაღებული ფოტოს გამო ქმარს გუნდიდან აგდებენ. ეს ფარსაგი ამბავი „გალათასარაის“ ფეხბურთელ სერდარ აზიზს დაემართა. 28 წლის მცველმა სტომაქის ტკივილი მოიმიზეზა, ვარჯიშებს აცდენდა და „სივასსფორთან“ პირველი წრის ბოლო ტურის მატჩიც გამოტოვა. სინამდვილეში ცოლთან ერთად გაჰკრა მალდივის კუნძულებზე, რომ საახალწლო არდადეგები მეტად გაგერძელებინა. ქალის ხელში ტელეფონი რომ საშიშია, ახლა სერდარმაც იცის. მეუღლის ფოტო ცოლმა ინსტაგრამზე ატვირთა...
ბაღდადს ინგლისში ყატარი უნდა
ალჟირელი ბაღდად ბუნეჯა ის კაცია, მესიზე მეტი, 60 გოლი რომ გაუტანია 2018 წელს. „ლესტერი“ კიდევ ის გუნდია, რომელსაც ალჟირელი ფორვარდის ყიდვა სურს და მის გადაბირებაზე მუშაობს. ბუნეჯა 27 წლისაა, ყატარის „ალ სადში“ 2015-დან თამაშობს და 76 მატჩში 98 გოლი მიითვალა . ამ სეზონში ყატარის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 26-ჯერ შეაგდო და აქედან 7 „ალ არაბის“ გაუტანა...
ნატატარი ჯორჯიაში დე ბურს ჩააბარეს
48 წლის ფრანკ დე ბური ამერიკული „ატლანტა იუნაიტედის“ თავკაცად დანიშნეს. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ჯორჯიის შტატის დედაქალაქის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას 1 იანვრიდან შეუდგება. მან არგენტინელი ხერარდო „ტატა“ მარტინო შეცვალა, რომლის ხელშიც გუნდი წლეულს მეიჯორ ლიგის ჩემპიონი გახდა. „აიაქსში“ (2010– 2016) მუშაობის შემდეგ დე ბურმა მილანის „ინტერის“ მწვრთნელობა ითავა, თუმცა 2016 წლის ნოემბერში მოხსნეს ზედიზედ...
კაპიტანი ნაწილ-ნაწილ იყიდება
რა ტრუსი, რის მაისური? რა მესი და რის რონალდუ? შვედურმა აიკ-მა ყოფილი კაპიტნის, ნილს-ერიკ იოჰანსონის დნმ-ის გაყიდვა დაიწყო! დნმ ანუ მოლეკულა, რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს, კრისტალიზებულია, სინჯარაშია მოთავსებული, 500 წლის განმავლობაში ინახება და 307 ევრო ღირს. კომპანია, რომელიც დნმ-ის „წარმოებასა“ და გაყიდვაზე მუშაობს, „ჩელსის“ ყოფილი მეკარის მაგნუს ჰედმანის და ვინმე რობერტ გრასის დაფუძნებულია. ვის რად...
ქალი ვიცი მე ხელბურთში, ფრენბურთში და კალათბურთში
ბუქარესტის „სტიაუას“ პატრონს ჯიჯი ბეკალის PRO X TV -ს ჟურნალისტმა ჰკითხა, ქალთა გუნდის გაკეთებას თუ აპირებთო. პასუხი: „ღმერთის და ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ. ქალმა ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს? ეს სატანიზმია! ის ხომ ფეხბურთის სათამაშოდ არაა შექმნილი, არამედ სილამაზისთვის. იმისთვის რომ მამაკაცს მოეწონოს. უმალ კლუბიდან წავალ, ვიდრე ქალთა გუნდის გაკეთებას დავთანხმდები. ძალიან ცუდია ქალისთვის კრივი ან...