მექსიკის ნაკრების მწვრთნელად ხერარდო დანიელ „ტატა“ მარტინო დანიშნეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
56 წლის არგენტინელი ბოლოს აშშ-ს მეიჯორ ლიგის „ატლანტა იუნაიტედში“ მუშაობდა და გუნდი ჩემპიონი გახადა. მან მექსიკის ნაკრებში ბრაზილიელი რიკარდო ფერეტი შეცვალა.
ხერარდო მარტინოს ოცწლიან სამწვრთნელო კარიერაში 10 კლუბში და ორ ნაკრებში უმუშავია. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე პარაგვაი მისი თავკაცობით მეოთხედფინალში გავიდა და მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა.
2013-14 წლების სეზონში „ბარსელონას“ მწვრთნელი გახლდათ და პრიმერა დივიზიონი მოიგო. შემდეგ (2014-16) იყო არგენტინის ნაკრები და „კოპა ამერიკა“-ს ზედიზედ ორი წაგებული ფინალი. არგენტინა ჩილესთან (2015, 2016 ) ორჯერვე პენალტების სერიაში დამარცხდა.
პირველი ოფიციალური ამხანაგური მატჩი „ტატა“ მარტინოს მექსიკას 22 მარტს, კალიფორნიაში, სწორედ ჩილესთან ელის.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !