ქალი ვიცი მე ხელბურთში, ფრენბურთში და კალათბურთში

Home აქეთურ-იქითური ქალი ვიცი მე ხელბურთში, ფრენბურთში და კალათბურთში

ბუქარესტის „სტიაუას“ პატრონს ჯიჯი ბეკალის  PRO X  TV -ს ჟურნალისტმა ჰკითხა, ქალთა გუნდის გაკეთებას თუ აპირებთო.

პასუხი:

„ღმერთის და ბუნების  წინააღმდეგ ვერ წახვალ. ქალმა ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს? ეს სატანიზმია! ის ხომ ფეხბურთის სათამაშოდ არაა შექმნილი, არამედ  სილამაზისთვის.

იმისთვის რომ მამაკაცს მოეწონოს. უმალ კლუბიდან წავალ, ვიდრე ქალთა გუნდის გაკეთებას დავთანხმდები. ძალიან ცუდია ქალისთვის კრივი ან ფეხბურთი. ითამაშონ ხელბურთი, ფრენბურთი ან კალათბურთი, მაგრამ აგრესიულ სახეობებში არაფერი ესაქმებათ.“

ავტორის პროფილი

ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.