წლევანდელი პრემიერლიგა უკვე ისტორიულია. თამაშის ხარისხზე მოგვიანებით ვთქვათ და ჯერ ციფრები გავიოცოთ.
– ეს სეზონი საუკეთესოა ლივერპულის ისტორიაში: 14 მოგება, 3 ფრე და 0 მარცხი. ეგ კი არა, ლივერპულმა ზედიზედ სამი მატჩიც რომ წააგოს, მიმდინარე სტარტი მაინც საუკეთესო იქნება მისთვის პრემიერლიგაში.
– სიტის დღეისთვის 44 ქულა აქვს და ისტორიაში უკეთესი სტარტი მხოლოდ შარშან ჰქონდა.
– პრემიერლიგის ისტორიაში 17 ტურის შემდეგ არასოდეს ორ გუნდს 40 ქულაზე მეტი არ ჰქონია.
– 44 ქულა სიტის ეყოფოდა, რომ ბოლო 10 სეზონიდან 9-ში 17 ტურის შემდეგ ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ არა წელს.
– პრემიერლიგის ისტორიაში 17 ტურში ლივერპულზე ნაკლები (-7) ჯერ არავის გაუშვია.
– სიტის ფენომენალური შეტევა აქვს – 48 გოლი (სხვაობა +38). უფრო მეტი ლიგის ისტორიაში სიტისვე ჰქონდა შარშანდელ სეზონში.
ეს ციფრები იყო. გვარდიოლას სიტი დიდებულია, მაგრამ პირველზე ლივერპულია… პირველზე ლივერპულია, მაგრამ ფავორიტად მაინც სიტის თვლიან…
პარადოქსია? ვეცდებით, განვმარტოთ.
ლივერპული შარშანაც ჩინებული იყო, მაგრამ რამდენადაც კარგი იყო სისწრაფეში, იმდენადვე პროგნოზირებადი იყო პოზიციურ შეტევებში. პოზიციური შეტევა სიტის კოზირი უფროა – გვარდიოლა გამჭოლ გადაცემებს და მეტოქის პოზიციურ სისუსტეებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მაგრამ ლივერპულიც იხვეწება. ცალკე თემაა, რომ კარის დარაჯ ალისონს ევროპაში სეივების საუკეთესო პროცენტი (86) აქვს და დე ხეასაც აღემატება. შეიცვალა ნახევარდაცვაც. გამთამაშებელ საყრდენად ვეინალდუმს აქამდე არ უთამაშია, მაგრამ გამოუვიდა.ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?