სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუან გილერმო დე ჟესუს ვიეირა დაასახელეს.
დეკემბრის ბოლოს ყოველწლიურ გამოიკითხვას ურუგვაული „ელ პაისი“ ატარებს და ეს „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ ანალოგია.
24 წლის ბრაზილიელი ლუანი „გრემიოს“ ნახევარმცველია. 4 სეზონის 110 მატჩში 55 გოლი გაიტანა.
ამ სეზონში მოიგო „კოპა ლიბერტადორესი“ და ტურნირის საუკეთესოც გახდა.
368 სპორტული ჟურნალისტიდან 182-მა ხმა სწორედ ლუანს მისცა, მეორე ადგილი „ფლამენგოს“ პერუელ ფორვარდ პაოლო გერეროს დარჩა (65), ხოლო მესამე „გრემიოს“ 21 წლის ბრაზილიელ მეგოლე არტურ ენრიკეს (46), რომელშიც „ბარსელონა“ 30 მილიონ ევროს იხდის.
ლუანი მე-14 ბრაზილიელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო და ბრაზილია ამ გამოკითხვაში არგენტინას 14:13-ს უგებს.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
