ბოსნიის ნაკრების მწვრთნელად რობერტ პროსინეჩკი დანიშნეს. გერმანიაში დაბადებული, დედით სერბი და მამით ხორვატი პროსინეჩკი მანამდე აზერბაიჯანის ნაკრებს თავკაცობდა 3 წლის განმავლობაში. აზერბაიჯანამდე მუშაობდა თურქულ „ქაისერში“ ( 2012 – 2013 ) და „ცრევნა ზვეზდაში“ ( 2010 -2012 ).
49 წლის ხორვატი მწვრთნელი კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს და მისი დებიუტი 29 იანვარს აშშ-ს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში კალიფორნიაში, ქალაქ კარსონში შედგება.
რობერტ პროსინეჩკიმ ფეხბურთის თამაში „შტუტგარტ კიკერსში“ დაიწყო, მერე კი გააგრძელა ზაგრების „დინამოში“ (1980-1987 ) და „ცრვენა ზვეზდაში“(1987 -1991 ), რომლის შემადგენლობაშიც ჩემპიონთა თასი (1991 ) მოიგო. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე იუგოსლავიის ნაკრებში ითამაშა, ამ ქვეყნის დაშლის შემდეგ კი ხორვატიის ეროვნულ გუნდში იყო და 1998-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსანი გახდა. მას უთამაშია „რეალში“ (1991-1994 ) და „ბარსელონაში“ (1995-1996 ).
პროსინეჩკი ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ორ სხვადასხვა ნაკრებში გაუტანია გოლი – იუგოსლავიის და ხორვატიის.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
