ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში სახლს ეძებს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ლივერპული“ შეასრულებს მისთვის მიცემულ პირობას და იანვარში „ბარსელონაში“ გაუშვებს.
გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, „ბარსელონას“ ფული გაუჩნდა და კოუტინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელი არ გაუშვა და იანვრამდე მოცდა სთხოვა. ფეხბურთელმა დაიცადა და იანვარიც მოვიდა, ახლა სიტყვა „ლივერპულზეა“.
კოუტინიო 2012 წელს ბარსელონის „ესპანოლში“ იყო განათხოვრებული და ქალაქს საკმაოდ იცნობს. „მუნდოდეპორტივო“ წერს, რომ ბრაზილიელი ხშირად უკავშირდება ლუის სუარესს და პაულინიოს და მათთან ახლოს სახლის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
ფილიპე კოუტინიოს ფასი დაახლოებით 150 მილიონი ევროა.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
