სტივენ ჯერარდი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ კოუტინიუ შეაქოს. ან რატომ არ უნდა შეაქოს? ბრაზილიელმა „ასტონ ვილა“ – „ლიდსის“ მატჩში გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, შეხვედრა კი 3:3 დასრულდა. კოუტინიუ „ასტონ ვილას“ პირველი ფეხბურთელია ამ საუკუნეში, რომელმაც საშინაო „ვილა პარკზე“ პირველ ორ თამაშში გაიტანა გოლი (პრემიერლიგას ვგულისხმობთ). ბრაზილიელი ნახევარმცველი ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, თავის...
ჭდე: ფილიპე კოუტინიუ
ჯერარდი ვეღარ ჩერდება
სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილაში“ ეტყობა მართლაც რევოლუციას აპირებს. ფილიპე კოუტინიო ხომ გადაიყვანა იჯარით „ბარსელონადან“ და ბრაზილიელმაც პირველივე შეხვედრაში გაუმართლა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში (2:2), გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კოუტინიოს გარდა ბირმინგემელებმა კიდევ სამი მოთამაშე – შვედი მეკარე რობინ ულსენი (ასევე იჯარით), მარცხენა მცველი, ლუკ დინი და საკუთარი აკადემიიდან ჭაბუკი კერ სმითი დაიმატეს. საუბარია მადრიდის...
კოუტინიუს ჯადოსნური დაბრუნება
როდესაც ფილიპე კოუტინიუ „ლივერპულში“ ჯადოქრობდა, იურგენ კლოპი დღეს არ აცდენდა მასზე აღმატებით ხარისხში რომ არ ელაპარაკა. შემდეგ ბრაზილიელმა ინგლისი დატოვა და „ბარსელონაში“ გადაბარგდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა. გამოსავლის ძიებაში კატალონიელებმა ის ერთი წლით „ბაიერნში“ გაუშვეს იჯარით, შემდეგ ისევ დაიბრუნეს, მაგრამ ვაგლახ. და აი, მორიგი იჯარა — კოუტინიუ „ასტონ ვილაში“ გადაბარგდა და მას კვლავ მოუხდა ბრიტანული...
ბარსელონას კორონამ ტიკი-ტაკა ჩაუტარა
კორონავირუსმა დიდი კლუბი და დანდობა არ იცის — დაავადება „ბარსელონას“ კიდევ სამ ფეხბურთელს შეეყარა. ახლა, „ბლაუგრანაში“ სულ 10 ინფიცირებულია. სამნი, რომლებიც ადრე დაავადებულებს მიემატნენ არიან სერჟინიო დესტი, ფილიპე კოუტინიუ და ეზ აბდე. შეგახსენებთ, რომ კვირას „ბარსელონას“ მალიორკაზე აქვს თამაში. კლუბმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ სამივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და შინ არის, თვითიზოლაციაში....
ვინ იქნება ბარსას ათიანი?
ახალ სეზონში „ბარსელონას“ ათნომრიანი ფეხბურთელი არ ეყოლება. სიცარიელე, რომელიც კატალონიის დედაქალაქში ლეო მესის წასვლამ დატოვა, მაისურიდან რიცხვის გაქრობითაც გახდება შესაგრძნობი. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ მეათე ნომერს ფილიპე კოუტინიუს მისცემდნენ, მაგრამ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ათიანი საერთოდ ხელუხლებელი დატოვონ. თუმცა, „ბარსა“ ვერ გამოაცხადებს, რომ მის გუნდში ამიერიდან ათნომრიან მაისურს არავინ ჩაიცვამს. ლა ლიგის წესების თანახმად, კლუბს...
ოღონდ კოუტინიო წაიყვანეთ
როგორც იტალიური Corriere dello Sport იუწყება, შესაძლოა, ფილიპე კოუტინიომ დამდეგი სეზონი რომის “ლაციოში” გაატაროს. შეთავაზება თავად “ბარსელონასგან” მოდის, რომელიც მზადაა, ფეხბურთელი იჯარით გაუშვას და ხელფასის სოლიდური ნაწილიც თავად იხადოს. ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2018 წელს “ლივერპულიდან” 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გუნდის სქემას ვეღარ ერგება და...
კოუტინიუ. ბარსა თუ სფურზი?
29 წლის ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ 2013-18 წლებში „ლივერპულში“ ბრწყინვალედ თამაშობდა, შემდეგ კი „ბარსელონაში“ გადავიდა და… ხელი მოეცარა. ესპანური მედიის ცნობით, ახლა ის შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს. „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ თავდამსხმელის ყიდვა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ სურს. „ტოტენჰემს“ კოუტინიუს შესაძენი ფული შეიძლება ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელის ჰარი კეინის „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდვით გამოუჩნდეს. ჩრდილო ლონდონელები კეინის სანაცვლოდ 160 მილიონ გირვანქას...
მესი და ბარსელონა შეთანხმდნენ
კატალონიურმა „სპორტმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა: ლეო მესიმ და „ბარსელონამ“ საერთო ენა გამონახეს. მხარეები გააფორმებენ კონტრაქტს 2026 წლამდე. ფეხბურთელმა ხელფასის ნახევარი დაიკლო. ამ ამბავს ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ. „სპორტი“ სიამაყით წერს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც თავად წინასწარმეტყველებდა. არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ძველი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს გაუვიდა. გარშემო ყველა ახალ შეთანხმებას ელოდა, გამოცემა კი დაბეჯითებით აცხადებდა,...
ბარსელონა დამთავრდა
ფილიპე კოუტინიუს „ბარსელონაში” თამაშის შანსი აღარ აქვს. კლუბის სპორტულმა დირექტორებმა გადაწყვიტეს, რომ მას მომავალ სეზონში აღარ დაიტოვებენ. რაც კატალონიის დედაქალაქში გადავიდა, ბრაზილიელი მოსალოდნელზე გაცილებით ცუდად თამაშობს და მდგომარეობას ტრავმაც ამძიმებს. არადა, მის სანაცვლოდ, 2018 წლის იანვარში, „ლივერპულისთვის” 120 მილიონი ევროა გადახდილი, რომელიც შედეგებიდან გამომდინარე შეიძლებოდა 140 მილიონამდე გაზრდილიყო. კოუტინიუ რომ კარგად თამაშს ვეღარ შეძლებს, „ბარსაში”...
კოუტინიო არავის გინდათ?
„ბარსელონას“ ბოსებს დიდი სურვილი ჰქონდათ, პორტუგალიელი ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულსვე გაეყიდათ, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელის მსურველი კლუბი არ ჩანს. კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წელს „ლივერპულიდან“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა და ბონუსების ხარჯზე თანხა შეიძლებოდა 160 მილიონამდე გაზრდილიყო. ახლა „ბარსელონა“ 50 მილიონზეც თანახმაა – სწორედ ამდენი დარჩა „ლივერპულისთვის“ გადასახდელი იმ ტრანსფერიდან. პანდემიამ და ფინანსურმა კრიზისმა კი პორტუგალიელი...








