ჭდე: ფილიპე კოუტინიუ

Home ფილიპე კოუტინიუ
მესამე ოპერაცია?
ჩანაწერი

მესამე ოპერაცია?

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის ანსუ ფატი შესაძლოა მესამედ დააწვინონ საოპერაციო მაგიდაზე — თავდამსხმელის გამოჯანმრთელების საქმე კარგად ვერ მიდის. ფატის მენისკის პრობლემა აქვს. ანსუს შემდგომი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. მანამდე კი ყველაფერი შეიძლება მოისმინოთ, დაწყებული იმით, რომ ფატი მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს და ვერც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს...

ჩანაწერი

ბარსელონამ კოუტინიუ ვერ ამოხსნა

ფილიპე კოუტინიუს ყიდვა „ბარსელონასთვის“ ნამდვილ მათემატიკურ და ეკონომიკურ თავსატეხად გადაიქცა. ჯერ იყო და ბრაზილიელში 160 მილიონი ევრო გადაიხადა, ამასთან,  „ლივერპულთან“ ისეთი გარიგება დადო, რომ ფულის გადახდას ვერ აუდის. გეხსომებათ, ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რის შესაბამისადაც კოუტინიუ თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, „ბარსელონა“ მერსისაიდელებს 5 მილიონ ევროს გადაუხდიდა. კოუტინიუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით, სადაც „ბარსამ“...

ფლიკის საფიქრალი და იმედი
ჩანაწერი

ფლიკის საფიქრალი და იმედი

ხვალ „ბაიერნი” ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას და მისმა 55 წლის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლეროი სანეზე თქვა, იმედი მაქვს, 90 წუთის განმავლობაში ჩვენთანაც ისევე შეძლებს თამაშს, როგორც გერმანიის ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრებში, ესპანეთსა და შვეიცარიასთან ითამაშაო. სანე „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტისგან” 45 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ შედეგების მიხედვით თანხა შეიძლება 60 მილიონამდე გაებეროს. 24 წლის გარემარბს უპირველეს...

კოუტინიუს ქალაქელები ეპატიჟებიან
ჩანაწერი

კოუტინიუს ქალაქელები ეპატიჟებიან

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიუ, ვინც იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს, კლუბს შეიცვლის. საქმე ის არის, რომ მიუნხენური კლუბი ბრაზილიელის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას არ გეგმავს. კოუტინიუ მაინცდამაინც არც თავად „ბარსელონას“ სურს და, შესაძლოა, ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდეს. ნისლიან ალბიონზე 28 წლის ბრაზილიელს „ლივერპულში“ აქვთ ნათამაშევი, სადაც გუნდის ლიდერი იყო. ამჯერად მას ასევე კარგად ნაცნობი პეპ...

კოუტინიუსთვის ბაიერნი დამთავრდა
ჩანაწერი

კოუტინიუსთვის ბაიერნი დამთავრდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიუმ მარჯვენა ფეხის ტერფზე ოპერაცია 24 აპრილს გაიკეთა. წინასწარი პროგნოზით, ფეხბურთელი ბუნდესლიგის განახლებას სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტრავმა გართულდა. ექიმების თქმით, სარეაბილიტაციო კურსი ექვსიდან რვა კვირამდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში კოუტინიუ „რეკორდმაისტერს“ ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ კოუტინიუს კონტრაქტი „ბარსელონას“ ეკუთვნის, გერმანელებთან საიჯარო ხელშეკრულებას კი სეზონის ბოლოს...

ბარსას ბედს პოჩეტინო გადაწყვეტს
ჩანაწერი

ბარსას ბედს პოჩეტინო გადაწყვეტს

კატალონიური “ბარსელონა” დამდეგ ზაფხულს შემადგენლობის ტოპ-ფეხბურთელებით გაძლიერებას გეგმავს. მათი უპირველესი სამიზნე პსჟ-ის ლიდერი ნეიმარი და მილანის “ინტერის” ლაუტარო მარტინესი არიან. პრობლემა ისაა, რომ ამათგან თითოეული 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. სურვილის დაკმაყოფილებას “ბარსა” მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში შეძლებს. მათ შორის კი ყველაზე მსუყე ლუკმა 80 მილიონ ევროდ შეფასებული ფილიპე კოუტინიოა. და რა კავშირი აქვს...

ბარსამ გრიზმანი გააიაფა
ჩანაწერი

ბარსამ გრიზმანი გააიაფა

კატალონიური „ბარსელონა“ მომავალი სეზონისთვის გაძლერებას კი გეგმავს, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ამის გაკეთებას მინიმალური დანახარჯით აპირებს. პირველ ყოვლისა, ტრანსფერზე დააყენებენ ფელიპე კოუტინიუს, რომელის ამჟამად იჯარით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია ანტუან გრიზმანის ბედიც. კლუბი მზადაა, მას 100 მილიონ ევროდ შეელიოს, არადა გასულ ზაფხულს კატალონოელებმა „ატლეტიკოს“ მასში 120 მილიონი გადაუხადეს. თუ გრიზმანის პირდაპირ გაყიდვა არ...

ნახევარფეხბურთელი
ჩანაწერი

ნახევარფეხბურთელი

ზაფხულში, 27 წლის ბრაზილიელის ფილიპე კოუტინიუს „ბაიერნში” გადასვლას დიდი ხმაური მოჰყვა. „ალიანც არენაზე” მას იმედით შეეგებენ. კოუტინიუ „რეკორდმაისტერს” „ბარსელონამ” მიაქირავა, „ბარსამდე” კი თავდამსხმელი „ლივერპულში” გამოდიოდა, სადაც ბრწყინავდა. ჩემპიონთა ლიგაში, პირეუსის „ოლიმპიაკოსთან” ბავარიელთა 3:2 გამარჯვების შემდეგ, ვეტერანმა გერმანელმა დიტმარ ჰამანმა კოუტინიუ გააკრიტიკა. მან თქვა: „ჩემი აზრით, ის მიუნხენელთა გუნდში უცხო სხეულია. მე მის კარგად ნათამაშევს ვერ...

კოუტინიუ მიულერს ავიწროებს
ჩანაწერი

კოუტინიუ მიულერს ავიწროებს

„ბაიერნმა” ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ „პადერბორნს” სტუმრად 3:2 მოუგო, რისთვისაც იმაზე მეტი წვალება მოუხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „რეკორდმაისტერის” გამარჯვებაში მთავარი წვლილი ფილიპე კოუტინიუმ შეიტანა. „ბარსელონასგან” იჯარით შეძენილმა ბრაზილიელმა პირველი გოლი სერჟ გნაბრის გაატანინა, მეორე თავად შეაგდო და მართალია, მესამეში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ბავარიელთა ფაქტობრივად ყველა შეტევის სულისჩამდგმელი იყო. ამრიგად, ბუნდესლიგის ბოლო ორ შეხვედრაში კოუტინიუმ ოთხ გოლში...

კოუტინიუ, ჩვარი თუ ვარსკვლავი?
ჩანაწერი

კოუტინიუ, ჩვარი თუ ვარსკვლავი?

მაშ ასე, „ბაიერნმა“ „ბარსელონასგან“ ფილიპე კოუტინიუ გადაიბირა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი წლით. იჯარით. გასიად ამ დროს კი გერმანიის რეკორდმაისტერს საშუალება ექნება 120 მილიონ ევროდ მას ნაღდი კონტრაქტი გაუფორმოს. მიუნხენში ბრაზილიელის შეძენა ახარებთ, ესპანეთში კი მის მიერ „ბარსაში“ გატარებულ პერიოდს იხსენებენ და ერთგვაროვანი დასკვნის გაკეთება უჭირთ. კატალონიურმა გაზეთმა სპორტმა კოუტინიუს ანალიზი მიუძღვნა, სადაც თავიდან გაიხსენა, რომ როდესაც...