
ფილიპე კოუტინიუს ყიდვა „ბარსელონასთვის“ ნამდვილ მათემატიკურ და ეკონომიკურ თავსატეხად გადაიქცა. ჯერ იყო და ბრაზილიელში 160 მილიონი ევრო გადაიხადა, ამასთან, „ლივერპულთან“ ისეთი გარიგება დადო, რომ ფულის გადახდას ვერ აუდის.
გეხსომებათ, ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რის შესაბამისადაც კოუტინიუ თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, „ბარსელონა“ მერსისაიდელებს 5 მილიონ ევროს გადაუხდიდა. კოუტინიუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით, სადაც „ბარსამ“ გაანათხოვრა. ჰოდა, კატალონიელებიც იძულებულნი გახდნენ „ლივერპულისთვის“ თანხა გადაეხადათ.
მალე „ბარსელონას“ მორიგი მილიონების გაღება მოუწევს. საქმე ის არის, რომ თუ კოუტინიუ „ბარსას“ მაისურით 100 მატჩს ჩაატარებს, „ლივერპული“ დამატებით 20 მილიონსაც მიიღებს. ეს კონტრაქტში წერია.
ამჟამად, ბრაზილიელის ანგარიშზე 88 მატჩია, რაც ნიშნავს, რომ, რეგულარულად თამაშის შემთხვევაში, 100-მატჩიან ნიშნულს, ამ ზამთარშივე მიაღწევს.
ჰოდა, ახლა „ბარსა“ 28 წლის ფეხბურთელის გაყიდვაზე დაფიქრდა, რადგან ბრაზილიელში გადასახდელი ფინანსური ამოცანა დღემდე ვერ ამოხსნა…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…