ბარსას ბედს პოჩეტინო გადაწყვეტს

Home აქეთურ-იქითური ბარსას ბედს პოჩეტინო გადაწყვეტს
ბარსას ბედს პოჩეტინო გადაწყვეტს

კატალონიური “ბარსელონა” დამდეგ ზაფხულს შემადგენლობის ტოპ-ფეხბურთელებით გაძლიერებას გეგმავს. მათი უპირველესი სამიზნე პსჟ-ის ლიდერი ნეიმარი და მილანის “ინტერის” ლაუტარო მარტინესი არიან. პრობლემა ისაა, რომ ამათგან თითოეული 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. სურვილის დაკმაყოფილებას “ბარსა” მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში შეძლებს. მათ შორის კი ყველაზე მსუყე ლუკმა 80 მილიონ ევროდ შეფასებული ფილიპე კოუტინიოა.

და რა კავშირი აქვს ამ კომბინაციასთან მაურისიო პოჩეტინოს? შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი სწორედ იმ ინგლისური “ნიუკასლის” მომავალ მთავარ მწვრთნელად მოიაზრება, რომელსაც ძალიან სურს კოუტინიოს გადაბირება. თუ პოჩეტინო დასტურს იტყვის და კოუტინიოში 80 მილიონს გადაიხდიან, “ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე ფრთებს გაცილებით თამამად გაშლის.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".