ჭდე: ნიუკასლი

Home ნიუკასლი
ისაკის ყიდვას საშველი დაადგა
ჩანაწერი

ისაკის ყიდვას საშველი დაადგა

„ლივერპული’’ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდას დაყაბულდა: ინგლისის ჩემპიონმა „ნიუკასლისგან’’ 125 მილიონ გირვანქად (145 მილიონი ევრო) შვედი ალექსანდრ ისაკი იყიდა. BBC-ს ცნობით ისაკი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ექვსწილან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თავიდან მერსისაიდელები „კაჭკაჭებს’’ 110 მილიონ გირვანქას სთავაზობდნენ, მაგრამ მეტის გადახდა მოუხდათ. 25 წლის თავდამსხმელი მათი მთავარი სამიზნე იყო. ვაჭრობა დიდხანს გაგრძელდა და...

ბავშვმა ლივერპულს მოაგებინა
ჩანაწერი

ბავშვმა ლივერპულს მოაგებინა

„ლივერპულმა’’ ნიუკასლში 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 მოიგო. „სანმა’’ დაწერა, ეს იყო იმდენად ჩამთრევი, გიჟური, გაუგონარი და ბრწყინვალე მატჩი, რომ ალბათ ალექსანდერ ისაკმაც კი ინანა სამსახურში რომ არ გავიდაო. გაზეთი მიიჩნევს, რომ მას მერე რაც „ნიუკასლი’’ მოედანზე ათი კაცით დარჩა, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა ― ისაკი სოფაზე იწვა და შფოთავდა, უტვინო ენტონი გორდონი კი გააძევეს...

სალია და ნიუკასლი ოფიციალურად…
ჩანაწერი

სალია და ნიუკასლი ოფიციალურად…

თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ტალანტი ვახტანგ სალია „ნიუკასლის“ ფეხბურთელის გახდა – ტრანსფერი პრემიერლიგის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 17 წლის სალია „კაჭკაჭებს“ 2025 წლის აგვისტოდან შეუერთდება, მას შემდეგ რაც მას 18 წელი შუესრულდება, მანამდე კი თბილისის „დინამოში“ ითამაშებს. სალიამ მიმდინარე სეზონში „დინამოში“ ეროვნულ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მას სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ გუნდებში. პოლ...

ორჯერ ტრავმიანობისას…
ჩანაწერი

ორჯერ ტრავმიანობისას…

„ნიუკასლის“ მცველმა კირან ტრიპიერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის პსჟ-სთან მატჩის (1:1) შედეგები შეაჯამა. „ნამდვილად ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. ტრავმიანობის პირობებში შევძელით ერთი ქულის მოპოვება და ეს პოზიტივია. ჩვენ შეგვიძლია შევეჯიბროთ საუკეთესო გუნდებს ნებისმიერ დღეს, როგორც ეს ორჯერ ვაჩვენეთ პსჟ-სთან. მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვართ“, – ციტირებს ტრიპიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი. შეგახსენებთ, რომ ანგარიში 24-ე...

ნიუკასლი მილანს ტონალის გამო ემუქრება
ჩანაწერი

ნიუკასლი მილანს ტონალის გამო ემუქრება

„ნიუკასლი“ აპირებს უჩივლოს „მილანს“ იტალიელი ნახევარმცველის, სანდრო ტონალის მიერ მატჩებზე უკანონო ფსონების დადების მიზეზით მოსალოდნელი დისკვალიფიკაციის გამო. ტონალის ბრალი თავისი შინაარსით თითქმის გარკვეულია. თუმცა, სამშაბათს გადაწყვეტილება გარკვეულწილად შენელდა „ნიუკასლის“ მხრიდან, საქმისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების გამო: ბრიტანელები დაემუქრნენ „მილანს“ რამდენიმე მილიონევროიანი საჩივრით, როდესაც იტალიის ნაკრების ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ძალაში შევა. გარდა ამისა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა უქმობის პერიოდში არ...

სანდრომ ფსონი აღიარა
ჩანაწერი

სანდრომ ფსონი აღიარა

ინგლისური „ნიუკასლისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ აღიარა, რომ „მილანის“ მატჩებზე ფსონებს დებდა, როცა ამ კლუბში თამაშობდა. იტალიელი მართლაც თამაშობდა ტოტალიზატორში „მილანის“ მატჩების შედეგებზე, როდესაც გუნდში იყო. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ტონალი მხოლოდ როსონერის გამარჯვებებზე და იმ თამაშებზე დებდა ფსონს, რომლებშიც მოედანზე არ გამოჩენილა. შესაბამისად, ფსონები არ იმოქმედებდა მის მოქმედებაზე მოედანზე, რაც...

კვარაცხელია, „ნიუკასლი“ და 90 მილიონი…
ჩანაწერი

კვარაცხელია, „ნიუკასლი“ და 90 მილიონი…

გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით „ნიუკასლს” „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 90 მილიონ ევროს სთავაზობს. მას შემდეგ, რაც ინგლისური კლუბი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა, რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა. სანდრო ტონალის დამატების შემდეგ „კაჭკაჭებს“ ხვიჩა კვარაცხელიაც სურთ. ინგლისელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ დე...

ჯორდები გაბრაზდნენ
ჩანაწერი

ჯორდები გაბრაზდნენ

რამდენიმე დღის წინათ „ნიუკასლმა“ ახალი, 2022-2023 სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა და სკანდალში გაეხვა. დიზაინი თეთრ – ღია მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების ფორმას… მოგეხსენებათ, 2021 წლის ოქტომბერში კლუბი 300 მილიონ გირვანქად საუდის არაბეთის ე. წ. სუვერენულმა ფონდმა იყიდა და იდეაში სუპერკლუბის შექმნას აპირებენ. ფორმის დიზაინმა „კაჭკაჭების“ ქომაგთა უმრავლესობის აღშფოთება...

ნიუკასლს პოუპი მოუნდა
ჩანაწერი

ნიუკასლს პოუპი მოუნდა

„ნიუკასლი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბარნლისთან“ მეკარე ნიკ პოუპის ტრანსფერის თაობაზე. რამდენიმე დღის წინათ, ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ ინგლისის ნაკრების კარის დარაჯი პირადად „კაჭკაჭების“ მთავარი მწვრთნელის, ედი ჰოუს პრიორიტეტული სამიზნეა ზაფხულის სატრანფერო ფანჯრისას. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში უფრო ხშირად „ნიუკასლის“ კარს სლოვაკი მარტინ დუბრავკა იცავდა. პოუპმა რვაჯერ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისურა და ერთი გოლი გაუშვა. ის...

მოუს გაკაჭკაჭებას უპირებენ
ჩანაწერი

მოუს გაკაჭკაჭებას უპირებენ

„ნიუკასლის“ მფლობელებს მთავარ მწვრთნელად თურმე ჟოზე მოურინიუს ხილვა სურთ. ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 59 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „კაჭკაჭების“ თავკაცად იხილონ. არადა, გუნდის ახლანდელი მწვრთნელი ედი ჰაუ საკუთარ საქმეს ჩინებულად უძღვება – „ნიუკასლი“ გავარდნას გადაარჩინა და თავი გულშემატკივრებსაც შეაყვარა. ინგლისური ლიგა მოურინიოსთვის უცხო არ იქნება. პორტუგალიელი ლონდონის „ჩელსის“ ორჯერ წვრთნიდა და „არისტოკრატებთან“ ერთად სამჯერ აქვს...