ინგლისური „ნიუკასლისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ აღიარა, რომ „მილანის“ მატჩებზე ფსონებს დებდა, როცა ამ კლუბში თამაშობდა.
იტალიელი მართლაც თამაშობდა ტოტალიზატორში „მილანის“ მატჩების შედეგებზე, როდესაც გუნდში იყო. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ტონალი მხოლოდ როსონერის გამარჯვებებზე და იმ თამაშებზე დებდა ფსონს, რომლებშიც მოედანზე არ გამოჩენილა. შესაბამისად, ფსონები არ იმოქმედებდა მის მოქმედებაზე მოედანზე, რაც ამ შემთხვევაში შემამსუბუქებელი ფაქტორია.
მიუხედავად ამისა, ტონალის დისკვალიფიკაცია მაინც ემუქრება, მაგრამ რამდენი ხნით, ჯერ უცნობია. თავიდან სამწლიან სასჯელზე საუბრობდნენ, მაგრამ რაკი ფეხბურთელმა გადაწყვიტა „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ნიკოლო ფაჯოლის გზას გაჰყოლოდა და გამოძიებასთან აქტიურად მუშაობდა, შესაძლოა უფრო რბილი სასჯელი მიიღოს, სავარაუდოდ – ერთწლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაზეც გავრცელდება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
