39 წლის არგენტინელ ვეტერან კარლოს ტევესს შინ თავბრუ დაეხვა. მან გონება დაკარგა და თავი დაარტყა. როგორც იტყობინებიან, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ საავადმყოფოში ტევესს ნაკერები დაადეს. მას მარცხენა წარბი ჰქონდა გახეთქილი. არგენტინული გაზეთის „ოლეს” ონლაინ ვერსია იუწყება, რომ „ინდეპენდიენტეს” მწვრთნელს საავადმყოფოში მისი ერთ-ერთი ქალიშვილი გაჰყვა. საბედნიეროდ საავადმყოფო მათ სახლთან ახლოს იყო.
ექიმებმა ვეტერანი მალევე გამოწერეს, თუმცა უახლოესი ვარჯიში, რომელსაც ის უნდა გაძღოლოდა, მისმა ასისტენტებმა ჩაატარეს. ამის მიუხედავად ის „ბარაკას სენტრალთან” შეხვედრის დროს სათადარიგოთა სკამზე იჯდა და გუნდს ხელმძღვანელობდა.
კარლოს ტევესს არგენტინის ნაკრებში 76 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი. სხვადასხვა წლებში ის თამაშობდა „ბოკა ხუნიორსში”, „კორინთიანსში”, „ვესტ ჰემში”, „მანჩესტერ იუნაიტედში”, „მანჩესტერ სიტიში”, „იუვენტუსსა” და „შანხაი შენხუაში”. ტევესმა ფეხბურთელის კარიერა 2021 წელს დაამთავრა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
