ჭდე: ნიუკასლი

Home ნიუკასლი
ლივერპულმა ლივერპული გააღიზიანა
ჩანაწერი

ლივერპულმა ლივერპული გააღიზიანა

ინგლისის „ლივერპულის“ ბოსებმა მეტისმეტად უგუნური ნაბიჯი გადადგეს. მათ იძულებით შვებულებაში გაუშვეს კლუბის თანამშრომელთა ნაწილი. საუბარია ძირითადად მომსახურე და ტექნიკურ პერსონალზე, თუმც ეს ხალხი სრულ ხელფასს შვებულებისასაც მიიღებს. მაშ რაშია საქმე? ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც იძულებით შვებულებაში გაშვებულ პირებს ხელფასის 80 პროცენტს სახელმწიფო უხდის, თუ ეს თანხა 2500 გირვანქას არ აღემატება. სწორედ ამ კატეგორიაში გადის...

ეგებ კევინმა უთხრა თავის თავს
ჩანაწერი

ეგებ კევინმა უთხრა თავის თავს

რის გამო ვილაპარაკოთ? რა მოგითხროთ ამ გაქანებული ქეიფების შემდეგ? მოდით, ვთქვათ, კაცის მოსვლასა და წასვლაზე – ახალი წლის ყველაზე მეტად ხმაურიან ამბავზე. ევროპაშიც გვარიანად მოულხინეს ამ უქმეებზე. პრინციპში, იქ მოულხინეს, თუ მოულხინეს. ფეხბურთელებს ღიპები დაედოთ. გერმანელებმა თითქოს სამუდამოდ შეწყვიტეს თამაში. ევროპის საშუალო გუნდები თბილ კუნძულებზე გაიკრიფნენ უჯიგრო ტურნირების სათამაშოდ. იტალიელებმა და ესპანელებმა მხოლოდ გასულ კვირას...

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!
ჩანაწერი

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!

ო, იესპიენო, ქართველი ქომაგის ერთგულო მეგობარო. ფეხბურთის მოყვარული კაცი ბევრ რასმეს გაპატიებს, იმასაც კი, რომ როცა ნაღდი დიდი ფეხბურთი გაქვს გამოცხადებული, კრიკეტის ლაივს დაგვაჯახებ, კალიფსოს სერიას ან რაღაც ეგეთს. განა არ ვიცით? ხალხში აზიურ ვერსიას გეძახიან, ჰინდუსტანს კი ფეხბურთზე ათასჯერ მეტად უყვარს ეს გრძნეული სიკტაფელობა. ამიტომაც გპატიობთ, რადგან საფეხბურთო ამბავში მაინც ჩვენი პატრონი და მეოხი...

ვითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ჩანაწერი

ვითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ევრო 96-ზე მოთამაშე პატარა კრუიფს რომ ჰკითხეს, ზურგზე გვარი რატომ არ გაწერიაო, მან მედიდურად მიუგო: სირცხვილია ჰოლანდიის ნაკრებში ვინმეს ეწეროს ეს გვარი და არ ამძიმებდეს, ამიტომაც ჩემი ჯორდი მირჩევნიაო. გამოხდა ხანი და პატარა კრუიფი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილეთ. ზურგზე მამისეული №14 დაუკრავს და გვარსაც აღარ მორიდებია, კრუიფი მოურგია, იფიქრებთ, დიადი გვარი და ნომერი ამძიმებსო. მაგრამ საქმე...

ჯადოქარი
ჩანაწერი

ჯადოქარი

რაფა ბენიტესი რომ თავისი საქმის ჯადოქარია, ინგლისში აქამდეც იცოდნენ. დასტურად სტამბული-2005 კმარა. ახლა კი მის სხვა გამოვლინებასაც მიაქციეს ყურადღება. „ნიუკასლს“ შარშანდელ და მიმდინარე სეზონში 35 ტურის შემდეგ აბსოლუტურად იდენტური შედეგი აქვს, გატანილი და გაშვებული ბურთების ჩათვლით: 11 მოგება, 8 ფრე, 16 მარცხი, 35 გატანილი და 44 გაშვებული ბურთი, 41 ქულა. იტყვიან, ეს სტაბილურობის ნიშანიაო, მაგრამ...