თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ტალანტი ვახტანგ სალია „ნიუკასლის“ ფეხბურთელის გახდა – ტრანსფერი პრემიერლიგის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
17 წლის სალია „კაჭკაჭებს“ 2025 წლის აგვისტოდან შეუერთდება, მას შემდეგ რაც მას 18 წელი შუესრულდება, მანამდე კი თბილისის „დინამოში“ ითამაშებს.
სალიამ მიმდინარე სეზონში „დინამოში“ ეროვნულ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მას სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ გუნდებში.
პოლ მიტჩელი, „ნიუკასლის“ სპორტული დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე ტოპ-კლუბს დავასწარით და ვახტანგ სალიასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და ახალგაზრდა ტალანტების მოძიება ჩვენი მუშაობის განუყოფელი ნაწილია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას და ტალანტების ძებნას, რომლებიც ჩვენს კლუბში გაივლიან ყველა საფეხურს და საბოლოოდ პირველ გუნდს გააძლიერებენ. მოუთმენლად ველით ვახტანგ სალიასთნ მუშაობას და მას მომავალ კარიერაში დიდ წარმატებას ვუსურვებთ“.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
