პსჟ-ის თავდამსხმელი, ნეიმარი, ამ ზაფხულს „ჩელსის“ არ შეუერთდება, – წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები. ბრაზილიელი თავდამსხმელი არ შედის „ჩელსის“ მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში, ამიტომ ფეხბურთელი ნაკლებად სავარაუდოა, ლონდონურ კლუბში გადავიდეს. ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ მან 173 მატჩი ჩაატარა, 118 ბურთი გაიტანა და 77 საგოლე პასი გააკეთა.
ჭდე: მაურისიო პოჩეტინო
წარმოუდგენელად ნიჭიერი
„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ უკრაინელ გარემარბ მიხაილო მუდრიკის თამაშის შესახებ ისაუბრა. „მუდრიკისთვის და ჯექსონისთვისაც მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა, ისევე როგორც ნკუნკუსთვის. ახლა ვეცდებით გავაუმჯობესოთ თამაში. მუდრიკი წარმოუდგენელად ნიჭიერი ახალგაზრდაა. მან უნდა იგრძნოს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კომფორტს შევუქმნით, რათა სრულად გამოავლინოს თავისი საოცარი ნიჭი.“ შეხვედრა პენსილვანიაში (აშშ) სტადიონ „ლინკოლნ ფაინენშალ ფილდზე“ გაიმართა და...
პოჩეტინოს ჩელსი ებევრა
„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, განაცხადა, რომ გუნდში ძალიან ბევრი მოთამაშე მოგროვდა. „უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ, რა ბედი ეწევა მათ ახალ სეზონში. ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. მოთამაშეებისთვისაც და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რეალური შეფასება. ახლა ისინი გუნდში საკმარისზე მეტნი არიან,“ – განუცხადა პოჩეტინომ ჟურნალისტებს ამხანაგურ მატჩში „რექსჰემის“ დამარცხების შემდეგ (5:0). არგენტინელი სპეციალისტი ჩელსის 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. გასულ...
ჩელსიმ ლუკაკუს თარიღი 12 დან 17 ივლისით შეცვალა
ლონდონის „ჩელსიმ“ ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს კლუბის ბაზაზე დაბრუნების თარიღი შეცვალა. ახლა, თუ თავდამსხმელი „ინტერში“ არ გადავა, მას მოუწევს ვარჯიშის განახლება არა 12, არამედ 17 ივლისს. ორივე მხარე ელოდება, რომ ფეხბურთელის ტრანსფერზე იტალიურ კლუბში 17 ივლისამდე შეთანხმდებიან. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაკუ არ აპირებდა ლონდონელებთან ვარჯიშის განახლებას დათქმულ დღეს. 12 ივლისს. „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი,...
ზიდანი, ნაკრები, პსჟ
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმც მოულოდნელად გაირკვა, რომ ზინედინ ზიდანმა უარი თქვა „პარი სენ-ჟერმენის“ გაწვრთნაზე. ბოლო პერიოდში ზიდანი საერთაშორისო სპორტულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა, როგორც მაურისიო პოჩეტინოს ყველაზე რეალური ალტერნატივა, მაგრამ… ზიდანი, თურმე, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას ელის და ეიმედება, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს შესთავაზებენ. ფრანგების თავკაც დიდიე დეშამს 2022 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება კონტრაქტი,...
ერთი და მთავარი რჩება
ფრანგული პრესა წერს, რომ პსჟ სამ არგენტინელთან დამშვიდობებას აპირებს. საუბარია ანხელ დი მარიაზე, ლეანდრო პარედესზე და მაურო იკარდიზე. აქედან სიურპრიზად შეიძლება მივიჩნიოთ პარედესზე უარის თქმა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ პარიზელებს ნახევარდაცვის შუაში გადატვირთვა აქვთ. დი მარიას კონტრაქტი უმთავრდება და აღარ უგრძელებენ. ხოლო იკარდი აშკარად შემცირებაში მოჰყვა. და არგენტინელი ერთი კაციღა რჩება? ერთი და მთავარი –...
ვინ აჯობებს იუნაიტედის მწვრთნელად?
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველა კანდიდატის დოსიე განუხილავთ და დიდძალი ინფორმაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მისულან დასკვნამდე, რომ გუნდის მომავალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა აჯობებს. როგორც „სანი“ იტყობინება, ჰოლანდიელმა ტენ ჰაგმა სულ ოდნავ გაასწრო არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც ამჟამად „პარი სენ ჟერმენს“ უდგას სათავეში. მანკუნიანელთა კლუბში მწვრთნელთა დოსიეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდნენ და ადარებდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ...
რიო ფერდინანდი: პოჩეტინოს ნურაფერს დააბრალებთ
რიო ფერდინანდმა არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაიცვა. მან თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაში მას ბრალი არ მიუძღვის. მოგეხსენებათ, პარიზელები, რომელთაც პირველ შეხვედრაში „რეალთან“ 1:0 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კვლავ დაწინაურდნენ 1:0, მაგრამ მეორე ტაიმში ქარიმ ბენზემამ 17 წუთიან მონაკვეთში მათ სამი გოლი გაუტანა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ამ მარცხის გამო პოჩეტინოს სამსახურის დაკარგვა ემუქრება....
ბენზემას მასტერკლასი
ქარიმ ბენზემამ თანამემამულე კილიან მბაპეს თვალნათლივ აჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს „რეალის“ ლეგენდა. ბენზემამ „თეთრებისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირებაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს იყო კარიერაში ფრანგის მესამე ჰეთ-თრიქი, რომელიც მან შეხვედრის მეორე ნახევრის 17 წუთიან მონაკვეთში შეასრულა. სამი გოლიდან ორი მადრიდელთა ვარსკვლავმა 105 წამში შეაგდო. პარიზელთა ვარსკვლავმა მბაპემ რომელიც, როგორც ჩანს, ზაფხულში აუცილებლად შეუერთდება „რეალს“,...
ტენ ჰაგმა ინგლისურის სწავლა დაიწყო
„აიაქსის“ დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი, ზაფხულიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმწვრთნელობის უპირველესი კანდიდატია. მანკუნიანელები ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელ თავკაც მაურისიო პოჩეტინოსაც უტრიალებენ, მაგრამ ტენ ჰაგი მთავარი სამიზნეა. მით უმეტეს, რომ მას ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე უთქვამს სეზონის ბოლოს თავისი შესაძლო წასვლის შესახებ. ტენ ჰაგმა ინგლისურის მასწავლებელი დაიქირავა. სურს კლუბში მისვლისას „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს ყველაფერი ნათლად გააგებინოს. შარშან მას...









