წარმოუდგენელად ნიჭიერი

Home აქეთურ-იქითური წარმოუდგენელად ნიჭიერი
წარმოუდგენელად ნიჭიერი

„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ უკრაინელ გარემარბ მიხაილო მუდრიკის თამაშის შესახებ ისაუბრა.

„მუდრიკისთვის და ჯექსონისთვისაც მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა, ისევე როგორც ნკუნკუსთვის. ახლა ვეცდებით გავაუმჯობესოთ თამაში.

მუდრიკი წარმოუდგენელად ნიჭიერი ახალგაზრდაა. მან უნდა  იგრძნოს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კომფორტს  შევუქმნით, რათა სრულად გამოავლინოს თავისი საოცარი ნიჭი.“

შეხვედრა პენსილვანიაში (აშშ) სტადიონ „ლინკოლნ ფაინენშალ ფილდზე“ გაიმართა და ლონდონური კლუბის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. გამარჯვებულებულთაგან თავი კრისტოფერ ნკუნკუმ, მიხაილო მუდრიკმა, კონორ გალაჰერმა და ნიკოლას ჯექსონმა გამოიჩინეს. მუდრიკმა სადებიუტო გოლი გაიტანა ლონდონურ კლუბში.

 

Some Chelsea fans react to Mykhailo Mudryk's performance against Brighton

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.