16 წლისა და 26 დღის კეისი ფეირი, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია.სამხრეთ კორეელი გოგონა, როგორც ქალ, ასევე კაცთა შორის, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ქალთა შორის აქამდე რეკორდი იფეანი ჩიეჯინს ეკუთვნოდა, რომელიც 1999 წლის მონდიალზე 16 წლისა და 34 დღის იყო.
კაცთა შორის კი, უმრწმესი ჩრდილოეთ ირლანდიელ ნორმან უაიტსაიდი იყო, ვინაც 1982 წელს, იუგოსლავიასთან სათამაშოდ 17 წლისა და 40 დღის გავიდა.
ფეირის დებიუტი ფეხბედნიერი ვერ გამოდგა – ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში, მისი გუნდი კოლუმბიასთან 0:2 დამარცხდა. თავის გამოჩენის შანსი ფეხბურთელს მინიმუმ კიდევ ორ მატჩში ექნება. სამხრეთ კორეას ჯგუფში გერმანია და მაროკოც ჰყავს. ამ გუნდების მატჩი გერმანელებმა 6:0 მოიგეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
