ბოლო ინფორმაციით, პიოტრ ჟელინსკი „ნაპოლიში” ნახევარ ხელფასზე რჩება. ეს ცნობა „გაძეტა დელო სპორტის” ფურცლებიდან მაურიციო ნიკიტამ გაავრცელა.
ზემოთ თქმული ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტია — პოლონელს ისე სურს „აძურიში” დარჩენა, რომ საუდის არაბეთიდან და „ლაციოდან” მიღებულ სარფიან შეთავაზებებზე უარი თქვა.
ჟელინსკის ახლანდელი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდეა ძალაში. ჯერჯერობით მისი ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევრო გახლავთ. მაურიციო ნიკიტას თქმით ხელშეკრულება გადაიწერება და დაფიქსირდება, რომ პოლონელი „მარადონაზე” 2026 წლამდე დარჩება და წელიწადში… 2,5 მილიონ ევროს მიიღებს. რატომ თანხმდება ნახევარმცველი ასეთ პირობებზე უცნობია, მაგრამ ყველას კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის სიტყვები გაახსენდა: „ხელშეკრულებათა განახლების პროცესი გრძელდება. ახლა გამოჩნდება ვის შესტკივა გული ჩვენს გუნდზე და ვის სხვა ნაპირებისკენ გაურბის თვალი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
