ერთი და მთავარი რჩება

Home აქეთურ-იქითური ერთი და მთავარი რჩება
ერთი და მთავარი რჩება

No description available.ფრანგული პრესა წერს, რომ პსჟ სამ არგენტინელთან დამშვიდობებას აპირებს.

საუბარია ანხელ დი მარიაზე, ლეანდრო პარედესზე და მაურო იკარდიზე.

აქედან სიურპრიზად შეიძლება მივიჩნიოთ პარედესზე უარის თქმა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ პარიზელებს ნახევარდაცვის შუაში გადატვირთვა აქვთ.

დი მარიას კონტრაქტი უმთავრდება და აღარ უგრძელებენ.

ხოლო იკარდი აშკარად შემცირებაში მოჰყვა.

და არგენტინელი ერთი კაციღა რჩება? ერთი და მთავარი – ლეო მესი.

კიდევ, მწვრთნელიც არგენტინელია, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ მაურისიო პოჩეტინო სხვამ ჩაანაცვლოს.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ