ჭდე: მაურო იკარდი

Home მაურო იკარდი
იკარდიმ რომა იუარა
ჩანაწერი

იკარდიმ რომა იუარა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ „რომაში“ გადასვლაზე უარი თქვა. არგენტინელს პარიზულ კლუბში დარჩენა სურს. „ინტერისა“ და „სამპდორიას“ 29 წლის ყოფილი შემტევი იმ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთა გაყიდვაც პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა. მისით „იუვენტუსი“ და ელიტაში აღზევებული სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ დაინტერესდნენ, მაგრამ მომხიბლავი ვანდა ნარას მეუღლემ წასვლა იუარა. პარიზელებთან მას კიდევ ორ წელიწადს აკავშირებს...

ერთი და მთავარი რჩება
ჩანაწერი

ერთი და მთავარი რჩება

ფრანგული პრესა წერს, რომ პსჟ სამ არგენტინელთან დამშვიდობებას აპირებს. საუბარია ანხელ დი მარიაზე, ლეანდრო პარედესზე და მაურო იკარდიზე. აქედან სიურპრიზად შეიძლება მივიჩნიოთ პარედესზე უარის თქმა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ პარიზელებს ნახევარდაცვის შუაში გადატვირთვა აქვთ. დი მარიას კონტრაქტი უმთავრდება და აღარ უგრძელებენ. ხოლო იკარდი აშკარად შემცირებაში მოჰყვა. და არგენტინელი ერთი კაციღა რჩება? ერთი და მთავარი –...

იკარდის ტურინში უხმობენ
ჩანაწერი

იკარდის ტურინში უხმობენ

არ გაგიკვირდეთ, თუ უახლოეს დღეებში ან სულაც საათებში მაურო იკარდის ტრანსფერის შესახებ შეიტყოთ. Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ის არგენტინელი ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. სერია A-ში წარუმატებელი სტარტი ტურინში თავდასხმის უფხობას დაბრალდა და მდგომარეობის გამოსწორებას 28 წლის ფორვარდის დახმარებით ეცდებიან. მაურო იკარდი ამჟამად „ბრესტთან“ შეხვედრაში (4:2) მიღებულ მხრის ტრავმას მკურნალობს და მოედანს სექტემბრის ბოლოსთვის დაუბრუნდება, მერე...

რონალდუს ცვლიანო?
ჩანაწერი

რონალდუს ცვლიანო?

არ არის ეს ბიჭი ბუნებით სკანდალისტი, მაგრამ მუდმივად ყურაღების ცენტრშია და მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა ათგვარად იშიფრება… ამჯერადაც დიდი არაფერი. რონიმ სოცქსელში ფოტო დადო საკუთარი „როლს-როისის“ფონზე და მიაწერა: „გადაწყვეტილების მიღების დღე“. მაშინვე წავიდა ხმები: „რა გადაწყვეტილების? კარიერას ასრულებს თუ ნაკრებიდან მიდის? იქნებ ფეხბურთიდან?“. ბოლოს მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ინფორმაცია გაჩნდა. ხმები კრიშტიანუ რონალდუს პსჟ-ის ფორვარდ მაურო...

მივიდა, ნახა, გაიმარჯვა!
ჩანაწერი

მივიდა, ნახა, გაიმარჯვა!

მაურისიო პოჩეტინომ მწვრთნელის კარიერა მეტად იღბლიანად განაგრძო. არგენტინელი „პარი სენ ჟერმენში” სულ სამი თამაშია რაც მივიდა და უკვე ჯილდო მოიგო — პარიზელებმა ლანსში მთავარი მოქიშპე, „მარსელი”, 2:1 დაამარცხეს და საფრანგეთის სუპერთასს დაეპატრონენ. არადა, როდესაც „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა, პოჩეტინომ, რომელიც ახლა 48 წლისაა, ინგლისის ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები წააგო. „მარსელთან” შეხვედრაში ანგარიში პსჟ-ს ახალი მწვრთნელის...

ნეიმარს კორონა შეეყარა
ჩანაწერი

ნეიმარს კორონა შეეყარა

ფრანგული პსჟ-ის ვებ გვერდზე გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ესენი არიან ნეიმარი, ლეანდრო პარედესი და ანხელ დი მარია. მათ მიმართ ტარდება სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. სამეული შვებულებას კურორტ იბიცაზე ატარებდა. მათ გარდა იქ მაურო იკარდი, ანდრე ერერა და კეილორ ნავასიც იმყოფებოდნენ. მეორე სამეულთან დაკავშირებით ჯერ საგანგაშო არაფერი თქმულა,...

დარჩი 10 მილიონად
ჩანაწერი

დარჩი 10 მილიონად

ფრანგული პსჟ მზადაა მაურო იკარდის წლიურად 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ ფეხბურთელი პარიზში დარჩენას გადაწყვეტს. შეგახსენებთ, რომ იკარდის კონტრაქტი მილანურ “ინტერს” ეკუთვნის და გამოსყიდვა 55-60 მილიონი ევრო დაჯდება. მაურო იკარდის იჯარის ვადა 2022 წლის ზაფხულამდეა, მაგრამ მილანელთა მწვრთნელი ანტონიო კონტე არ მალავს, რომ იკარდის შემადგენლობაში ვერ ხედავს. ამასობაში, ფეხბურთელმა საფრანგეთის დაუსრულებელ ჩემპიონატში 20 გოლის გატანა...

ჩანაწერი

ფეხბურთელების ცოლის ცრემლები

მაურო იკარდის ცოლი ვანდა ნარა ატირდა. მიზეზი: „ინტერი” ჩემპიონთა ლიგას ჩამოშორდა. ბოლო ტურში მილანელები „ეინდჰოვენს” შეხვდნენ, მათი კონკურენტი „ტოტენჰემი” კი „ბარსელონას” გაეჯიბრა. ორივე თამაში 1:1 დასრულდა. ფლეი-ოფში „ტოტენჰემი” გავიდა. არადა, „ნეროაძური” პსვ-თან ფავორიტად ითვლებოდა. სხვათა შორის, „სან სიროზე” ანგარიში პსვ-მ გახსნა, იკარდიმ თავურით გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს. ნარა „ინტერის” წარუმატებლობას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს...

ჩელსი მორატას შემცვლელს მილანში ეძებს
ჩანაწერი

ჩელსი მორატას შემცვლელს მილანში ეძებს

„ჩელსის” ალვარო მორატას შეცვლა სურს. ის „მილანის” პატრიკ კუტრონესა და „ინტერის” მაურო იკარდის უსინჯავს ნიადაგს. „სანმა” დასავლეთ ლონდონელთა ბანაკში შეიტყო, რომ კლუბს მოთმინების ფიალა აევსო — მორატას გაყიდვა და იანვარში მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელის მოყვანა უნდა. ამბობენ, რომ „ლურჯების” სიაში პირველი იკარდი წერია, მაგრამ თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ მათ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” კუტრონეს გამო...