არ არის ეს ბიჭი ბუნებით სკანდალისტი, მაგრამ მუდმივად ყურაღების ცენტრშია და მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა ათგვარად იშიფრება…
ამჯერადაც დიდი არაფერი. რონიმ სოცქსელში ფოტო დადო საკუთარი „როლს-როისის“ფონზე და მიაწერა: „გადაწყვეტილების მიღების დღე“.
მაშინვე წავიდა ხმები: „რა გადაწყვეტილების? კარიერას ასრულებს თუ ნაკრებიდან მიდის? იქნებ ფეხბურთიდან?“.
ბოლოს მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ინფორმაცია გაჩნდა. ხმები კრიშტიანუ რონალდუს პსჟ-ის ფორვარდ მაურო იკარდიში გაცვლის შესახებ აქამდეც დადიოდა. 28 წლის იკარდი პერსპექტივის თვალსაზრისით, ბუნებრივია, აღემატება რონის.
ესეც არ იყოს მილანის „ინტერიდან“ პსჟ-ში გადასვლამდე მან სერია A-ში 100 გოლზე მეტი გაიტანა და ორჯერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი (ტიტული პირველად ლუკა ტონისთან გაიყო, მეორედ – ჩირო იმობილესთან).
რაც შეეხება რონის, პარიზში მასზე დიდი ხანია ოცნებობენ. ვითომ გამოვა ამ საქმიდან რამე? იქნებ კრიშიმ „იუვესთან“ კონტრაქტის გაგრძელება იგულისხმა?
მას 2022 წლის ივნისში გასდის ვადა და რონალდუ მზდაა ტურინში 2023-მდე დარჩეს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
