„ბარსელონას” ახალ შენაძენს ფილიპე კოუტინიოს სახლის ამბავი უკვე მოუგვარებია. ამ საქმეში მეგობარი ლუის სუარესი დაეხმარა. კოუტინიომ ქალაქიდან 20 კილომეტრში, კასტელდეფელსში, სუარესისა და ლეო მესის მეზობლად დაიდო ბინა. ეს ის სახლია, სადაც ადრე სესკ ფაბრეგასი ცხოვრობდა. ფაბრეგასის შემდეგ იქაურობა ცოტა ხნით ტომას ვერმაელენისა და ანდრე გომეშის ოჯახებმაც დააჭაშნიკეს. სუარესის გაჩარხულ საცხოვრებელში თავად ბრაზილიელი ფეხბურთელი, მისი მეუღლე...
ჭდე: ფილიპე კოუტინიუ
კოუტინიო ყველამ გაყიდა, ყველამ… კლოპის გარდა!
სომოსა შესაძლოა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია-ეს ცნობილი გამონათქვამი ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს ეკუთვნის და მისი ადრესატი ნიკარაგუას სისხლისმსმელი პრეზიდენტი ანასტასიო სომოსა გახლდათ… ფილიპე კოუტინიოს ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ აქვს რაიმე შეხება და რა თქმა უნდა სომოსასავითაც არ ხვრეტს ხალხს, მაგრამ, შარშანდელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას, მასთან დაკავშირებით სწორედ რუზველტის ეს ფრაზა გამახსენდა,...
განცხადება: ვიყიდი სახლს ბარსელონაში
ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში სახლს ეძებს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ლივერპული“ შეასრულებს მისთვის მიცემულ პირობას და იანვარში „ბარსელონაში“ გაუშვებს. გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, „ბარსელონას“ ფული გაუჩნდა და კოუტინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელი არ გაუშვა და იანვრამდე მოცდა სთხოვა. ფეხბურთელმა დაიცადა და იანვარიც მოვიდა, ახლა სიტყვა „ლივერპულზეა“. კოუტინიო 2012 წელს ბარსელონის „ესპანოლში“ იყო...


