როგორც იტალიური Corriere dello Sport იუწყება, შესაძლოა, ფილიპე კოუტინიომ დამდეგი სეზონი რომის “ლაციოში” გაატაროს.
შეთავაზება თავად “ბარსელონასგან” მოდის, რომელიც მზადაა, ფეხბურთელი იჯარით გაუშვას და ხელფასის სოლიდური ნაწილიც თავად იხადოს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2018 წელს “ლივერპულიდან” 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გუნდის სქემას ვეღარ ერგება და სატრანსფერო ფასიც 30-40 მილიონამდე დაეცა.
გასულ სეზონში კოუტინიომ სულ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ გაიტანა და ორჯერაც საგოლე პასი გააკეთა. მოკლედ, ასტრონომიული ხელფასით ის კლუბის თავსატეხად იქცა.
“ბარსას” შეთავაზება ცარიელ ადგილზე ხომ ვერ გაჩნდებოდა? კატალონიელებმა დაინახეს, რომ “ლაციო” შემტევ ნახევარმცველს ეძებს და კავშირზე გავიდნენ.
იტალიურმა მხარემ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
