კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას  ბავშვია ?

Home აქეთურ-იქითური კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას  ბავშვია ?
კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას  ბავშვია ?

„ბარსელონას“  ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა რადიო „EUROPE 1”- თან ინტერვიუში ძველი ამბავი გაიხსენა, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას აშშ-ში, სეზონის წინა შეკრებისას მოხდა.

გვარდიოლას აბიდალისთვის უთქვამს, ტიერი ანრის ფრანგულად ნუ ელაპარაკები, ესპანურად ისაუბრეთო, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ ჯერ ერთი, ეგრე ნუ მელაპარაკები, ბავშვი არ ვარ, და მეორე – თუ მე ანრისთან ფრანგულად საუბარს მიკრძალავ, კატალონიელი ფეხბურთელები ერთმანეთს კატალონიურად რატომ ესაუბრებიან’’ ?

გვარდიოლა არ ელოდა შეპასუხებას და ხმას აუწია, აბიდალმაც არ დაუთმო და ეს ამბავი მაშინდელ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან გასარჩევად აიტანა, რომელმაც იშუამავლა და საბოლოოდ მწვრთნელი და ფეხბურთელი შეარიგა.