სახორხოცო ამბავი დაემართა „გლადბახთან“ მატჩში ( 1:1 ) რობინ ცენტნერს – „მაინცის“ მეკარეს. პენალტის ნიშნულთან ბურთი ერთი შეხებით ეგონა რომ გააჩერა, მაგრამ გაეპარა და ჰაერში ამაოდ უქნევდა ფეხს საპენალტე თეთრ ლაქას. მერე კი დაეწია გაპარულს და მცველებიც წამოეშველნენ გაეშმაკებული ბურთის საჯარიმოდან გაძევებაში.
ნამატჩევს თქვა, თვალის კუთხით თეთრ წერტილს ვხედავდი ქვემოთ და ბურთი მეგონაო.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
