… რა ამბავი იყო ატეხილი მაშინ „ბარსელონადან“ პესეჟეში ჩემ გადასვლაზე, გახსოვთ ?
2000 წელს „ბარსადან“ „რეალში“ ფიგუს გადასვლა, ჩემ გადასვლასთან შედარებით, საქველმოქმედო აქციად მოგეჩვენებოდათ, ისეთი დღე დამაწიეს.
არადა, მე ხომ „ბარსელონაში“ არასოდეს მითამაშია. მითამაშია კი არა, ქალაქ ბარსელონაშიც არასოდეს ვყოფილვარ. რა მესი, რის სუარესი, რა „კამპ ნოუ“… ესენი სახელებია თუ გვარები, ისიც კი არ ვიცი. მე ვიცი, რომ ვარ ნეიმარი, ძე ნეიმარისა. უნაი ემერი მახსენდება ახლა…
უნაი ემერი ნეიმარი, ნეიმარი უნაი ემერი.
… და რეფერენდუმი როგორ დამთავრდა ნეტავ ?
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
