მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს…
მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან თამაშის მეორე ტაიმში იქით რომ არ ვუტევდით, ეგ სწორი იყო. იმ კარს ჩვენი მეკარე იცავდა.
კიდევ ერთი, თუ გაუთავებლად მეტრეველის ქუჩასთან იდგები, უნებურად ბირჟაობაზე გადახვალ, შემდეგ მოწინააღმდეგეც მანდ მოვა, დაგროვდებით ოცდაორნი, ბურთიც იქვე იტრიალებს და თვითონ ვერ მიხვდები ისე გადაერთვებით ყველანი ცალკარაზე.
ჰო, რა მინდოდა კიდევ. მოთამაშეები ერთ ადგილზე რომ არიან დასობილები და არ იხსნებიან, ეგ მაგიდის ფეხბურთია. მაგას მაგიდაზე თამაშობენ.
მაგრამ, მომკალი და მაინც ჩვენ ვჯობივართ უელსელებს. უელსში არის ასეთი სოფელი ლანვაიერპულხვინგილგოგერიხუიირნდრობოოლლანდისილიოგოგოგოხ (Llanfaipwllgwyngyllgogerychwyrndrobwllllantysiliogogogoch). აი, ჩვენ ეგეთი სიგიჟე ნაღდად არ მოგვიფიქრებია. ჰოდა, ბურთი, აბა, მრგვალია. ხან აქეთ გავა, ხან იქით.
სერბეთში წარმატებას გისურვებთ, ბიჭებო!
uefa.com-ის ფოტო
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 07:00წლის საუკეთესო გოლი!
მთავარი ამბავი22/08/2026 | 08:03ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
მთავარი ამბავი22/08/2026 | 06:58არგენტინა დაისაჯა
სიახლეები20/08/2026 | 09:05დეკუ: როდრი რეალის ჯიბრზე არ გვიყიდია
