საქველმოქმედო მატჩი მახსენდება, თბილისში რომ ვითამაშეთ. ახლა კი მაგონდება ტკბილად, მაგრამ მაშინ კარიერა წავიხდინე.
ანჯელო დი ლივიო და ფრანჩესკო ტოტი შემხვდნენ რომის აეროპორტში, თბილისში მივდივართ, წამოდიო. არა მეთქი, მაგრამ დი ლივიომ ისეთი „პადკატი“ გამიკეთა, უარი ვეღარ ვუთხარი. ტოტიმაც კვერი დაუკრა, წავიდეთ, ხინკალს ხელით ჭამენ და ჩანგალზე წამოსვლად არ ჩაგეთვლებაო.
ჩავედით თუ არა, სასტუმროს რესტორანში ნიჭიერად მოვილხინეთ.
საღამოს რეჰაგელმა მარჯვენა ფლანგზე დამაყენა და ისე ვითამაშე პირველ ტაიმში, რომ მას შემდეგ იმ ფლანგზე არა თუ ბალახი აღარ ამოსულა, ჩემი ლანდი მგონი ახლაც დარბის.
მატჩის მერე უეფას დელეგატი მომიახლოვდა და მითხრა, დოპინგ-ტესტი უნდა გაიარო, საეჭვოდ კარგად ითამაშეო. ხუმრობთ მეთქი, მივუგე. სად გაგონილა დოპინგ-ტესტი საქველმოქმედო მატჩში. არ ხუმრობდა და გავყევი.
უახლესი ლაბორატორია ჰქონდათ, ტესტის პასუხი ხუთ წუთში გამოვიდა – ჩემს სისხლში აკრძალული რაღაც აღმოჩნდა.
იქ დამთავრდა ჩემი კარიერა, არადა იმ დროს მადრიდის „რეალს“ მარჯვენა მცველი სჭირდებოდა და ზიდანს თითქმის მოგვარებული ჰქონდა ჩემი ტრანსფერი. ჩაიშალა რა თქმა უნდა.
მოგვიანებით სახლში ფოსტით გამომიგზავნეს ტესტის დეტალური პასუხი.
აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა: „ღვინდროქსიტჭაჭტესტასტერონი“.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
