„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი ენცო მარესკა ამბობს, რომ გუნდში ფანტასტიკური ვითარებაა და მისი ფეხბურთელები დიდად არ დაგიდევენ, რომ კლუბი მისთვის წაყენებული 115 ბრალდებიდან უმეტესობაში დამნაშავედ ცნეს.
„სიტის“ ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებებიდან მანჩესტერში დაბრუნდნენ. ცხრა დღით ადრე კი პრემიერლიგამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ „ქალაქელები“ ფარული დაფინანსების დასამალად ფიქტიურ კონტრაქტებს იყენებდნენ, რომელთა ჯამი 830 მილიონ გირვანქას აჭარბებს. BBC წერს, რომ ეროვნული გუნდებიდან დაბრუნებულ მოთამაშეებს მარესკამ საგანგებო სიტყვით მიმართა და სთხოვა კლუბის გარშემო ატეხილ ფინანსურ სკანდალს ყურადღება არ მიაქციონ. მან მათზე ზემოქმედება არ უნდა მოახდინოს.
„გულწრფელად გეტყვით, გუნდში შესანიშნავი განწყობაა, – უთხრა მარესკამ BBC-ს, – ფეხბურთელები შემდეგ ორ თამაშს მოუთმენლად ელოდებიან. მათ აღტაცებას აძლიერებს ისიც, რომ ჩვენ პრემიერლიგის ცხრილის სათავეში ვართ. მოთამაშეებს ყურადღება სწორედ ამაზე აქვთ მოკრებილი. მათ კარგად იციან, რომ ჩვენს ხელში არის ის, რაც მოედანზე ხდება, დანარჩენზე კი არ ნერვიულობენ. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. რასაკვირველია იციან, რომ კლუბის გარშემო ხმაურია ატეხილი, მაგრამ ამის გამო არ შფოთავენ. მათი უახლოესი ამოცანა „ლივერპულის“ დამარცხებაა. ჩვენ ფანებთან ერთად „ენფილდზე“ გამარჯვებას შევეცდებით“.
ამასობაში „მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა, რომ უდანაშაულოა და სადაც ჯერ არს აპელაცია შეიტანა.
Sky Spors-თვის მიცემულ ინტერვიუში ერლინგ ჰოლანდმა მწვრთნელს მხარი დაუჭირა: „ჩემთვის ეს ადგილი ძალიან ძვირფასია. აქ ითხი წელიწადი გავატარე. ის ჩემთვის განსაკუთრებულია. მე ძალიან მიყვარს „სიტი“ და მისი ქომაგები. მე თავადაც ამ გუნდის ფანი ვარ. მერწმუნეთ, გულშემატკივრები კვირას სიამოვნებას მიიღებენ – ჩვენ მათ ერთსულოვნებას ვაჩვენებთ. ჩვენ ერთად დავდგებით და პოზიტიურ განწყობას შევინარჩუნებთ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხდება ცხოვრებაში, ჩვენ ყოველთვის ვიღიმებით, წინ ვიყურებით და შექმნილი მდგომარეობით სიამოვნებას ვიღებთ“.
„მანჩესტერ სიტის“ ზემოთ ხსენებული ორი თამაში კი ქართველებთან არის დაკავშირებული. კვირას, როგორც ვთქვით „ქალაქელები“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ სტუმრობენ, ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის ფორმატით „ეტიჰედზე“ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენი ითამაშებს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/10/2026 | 09:18ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ
მთავარი ამბავი10/10/2026 | 08:35ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
აქეთურ-იქითური09/10/2026 | 08:25კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?
აქეთურ-იქითური09/10/2026 | 07:22მანჩესტერ სიტი ქართველების წინააღმდეგ
