ტელეფონმა ბექემს გაუტანა

Home აქეთურ-იქითური ტელეფონმა ბექემს გაუტანა

მობილურმა ტელეფონმა ისეთი ჯარიმა შეუსრულა დევიდ ბექემს, როგორსაც ჯეელობაში ბექემი თვითონ ასრულებდა. საჭესთან ტელეფონში ქექვის გამო, ნაკრების ყოფილ კაპიტანს, სასამართლომ ინგლისში მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვა.

შარშან ნოემბერში, ლონდონში, მოწმეს გადაუღია ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ბექემი ავტომობილის მართვისას გზას არ უყურებს და მუხლებზე რაღაჩას ჩასჩერებია. ბრალდებულმა თავი იმართლა, შარშანდელი ნოემბრისა რა მახსოვს, იმ დღეს მანქანაში ტელეფონი მეჭირა თუ არაო. სასამართლომ მაინც დამნაშავედ სცნო და 6 საჯარიმო ქულას, რომელიც მანამდე ჰქონდა ბექემს სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ექვსიც მიუმატა. 12 ქულა კი ნიშნავს მართვის უფლების ჩამორთმევას ნახევარი წლით და 200 გირვანქიან ჯარიმას.

ავტორის პროფილი

ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.