იტალიური სერია А-ს წინა ტურის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა რომში მოხდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „რომამ” უმოტივაციო „იუვენტუსს” რომ 2:0 მოუგო, ამაში სენსაციური არაფერია. სრულიად იტალიური მედია კრიშტიანუ რონალდუსა და რომაელთა კაპიტან ალესანდრო ფლორენცის კონფლიქტს განიხილავს.
58 წუთზე მოედნის ცენტრში ედინ ჯეკო დაეცა, მაგრამ ტურინელებმა თამაში განაგრძეს. ამან მათი კაპიტანი გააღიზიანა და რონალდუს მიეჭრა. პასუხად პორტუგალიელმა ფლორენცის მის სიმაღლესთან დაკავშირებით დამამცირებელი ჟესტი უჩვენა და სიტყვიერადაც დაუმატა:
„ჩუმად! მეტისმეტად მოკლე ხარ საიმისოდ, რომ ილაპარაკო!“
ფეხბურთელთა დაშოშმინებას მათი თანაგუნდელების და არბიტრის ჩარევა დასჭირდა. ფლორენცის ემოციები მაინც დუღდა და ჯერ მეორე გოლი რომ გაიტანა, მაშინ ამოხეთქა, მერე კი, ნამატჩევს, კომენტარიც გააკეთა:
„მაგას ჰგონია, რადგან „ოქროს ბურთი” აქვს, მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. პირველ ტაიმში ტურინელ ფეხბურთელს ჰქონდა ტრავმა, მაგრამ ჩვენ შეტევაში წასვლა არ ვიკადრეთ და ბურთი აუტში გადავაგდეთ.”
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?