ფრანგულმა რადიო RTL-მა გამოკითხვა მოაწყო ნეიმარის ფინტაობის გამო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 84 პროცენტის აზრით, ბრაზილიელს ზოგჯერ ზედმეტი მოსდის და მერე რაც მოსდის თავისივე ბრალია. 23 იანვარს „სტრასბურგთან“ სათასო მატჩში, იჯამბაზა და ისე მოარტყეს ფეხში, რომ ტერფის ძვალი გაუტყდა და ორი თვით სამკურნალო გახდა.
თუ ფინტაობისას ფეხებში მოგხვდება, ნუ იწუწუნებო, უთქვამს სტრასბურგელ ანტონი გონსალვეშს იმ მატჩში ნეიმარისთვის.
„პარი სენ–ჟერმენმა“ რადიოს გამოკითხვა შეურაცხყოფად მიიღო და ლამის მიტინგი მოაწყო ფეხბურთელის მხარდასაჭერად. რადიოს საპასუხოდ კლუბის გვერდზე დაიდო ვიდეო ნეიმარის ჯამბაზობით და სათაურით: „არაფერი შეცვალო“, რასაც მოჰყვა ოფიციალური განცხადება: „ეს ფსევდო გამოიკითხვები მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ნეიმარის დარი ფეხბურთელები ჩვენი ჩემპიონატიდან წავლენ“.
NDI-ის ნეიმარის თაობაზე კვლევა ჯერ არ ჩაუტარებია.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !