ამგვარი გადაწყვეტილება, დაგვეთანხმებით, კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა ქართული სპორტის ქომაგებისთვის. არსად ისე არ ვართ დარწმუნებული ჩვენიანის უძლეველობაში, როგორც ამ სახეობაში.
მადლობა ღმერთს, ეს მხოლოდ წინადადებად გაისმა და სერიოზული გაგრძელება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
რას ერჩიან ძალოსნობას? ყველაფერს ყაზახებს უნდა „ვუმადლოდეთ“, რომლებსაც დოპინგის მასობრივად გამოყენება ედებათ ბრალად. მოგეხსენებათ, ანტისადოპინგო სკანდალი რუსეთთან დაკავშირებით შარშანწინ აგორდა და ისეთი მასშტაბები მიიღო, წინ კიდევ ბევრი სკანდალი გველის.
რუს სპორტსმენებს უკვე ჩამოერთვათ ლონდონის ოლიმპიადაზე მიღებული 15 მედალი, თუმცა ანტისადოპინგო სააგენტო მხოლოდ ჩრდილოელებს არ ერჩის.
გადაწყვეტილია, რომ არა მხოლოდ ლონდონის, პეკინის 2012 ოლიმპიადის უკლებლივ ყველა დოპინგსინჯი გადამოწმდება. ჯერჯერობით, ხელახლა შემოწმდა 500 სინჯი და 48 შემთხვევაში სპორტსმენებს აკრძალული პრეპარატების მიღება დაუდასტურდათ.
არავინ იცის, ტესტების გადამოწმების შემდეგ კიდევ რამდენი მედალი დაემშვიდობება პატრონს. მასშტაბების გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, ლონდონის და პეკინის გუნდური ჩათვლის შედეგებმაც განიცადოს ცვლილებები.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?