ჭდე: ლეო მესი

Home ლეო მესი
ვულოცავთ მესის, თანავუგრძნობთ ვან დაიკს…
ჩანაწერი

ვულოცავთ მესის, თანავუგრძნობთ ვან დაიკს…

არავინ დავობს, რომ ლიონელ მესი ეპოქალური მოვლენაა და მისი მხილველნი განმსჭვალულნი მხოლოდ მადლიერების გრძნობით უნდა ვიყოთ – ვუყურებთ, ვხედავთ, გვიხარია. გასაგებია, რომ არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი (36 გოლი)  გახდა, როგორც ჩემპიონთა ლიგის (12 გოლი), თუმც, მის ოპონენტს, ცენტრალურ მცველ ვირჯილ ვან დაიკს კონკურენციის გაწევა როგორ შეეძლო? ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო (ნახევარფინალში მესის „ბარსელონა“ გააგდო)...

მესი ჯარიმიდან
ჩანაწერი

მესი ჯარიმიდან

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ვაიადოლიდს“ გადაუარა – 5:1 აჯობა. ეს კატალონიელთა ერთი, ჩვეულებრივი გამარჯვება იქნებოდა, თუმც ლეო მესიმ კარიერაში ჯარიმიდან 50-ე გოლი გაიტანა, რაც, დაგვეთანხმებით, აღსანიშნი ამბავია. ჰოდა, არც ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა დაიზარეს და მესის ყველა ის ჯარიმა დაუთვალეს, რომელიც მან ესპანეთის ჩემპიონატში, სამეფო თასზე, ჩემპიონთა ლიგაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და კოპა ამერიკას გათამაშებისას ზუსტად...

ეს არის ის?
ჩანაწერი

ეს არის ის?

„პირველად მას ელ პრატზე, „ნაიკის“ მაღაზიაში, მამასთან ერთად შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე უკვე ბევრი რამ მსმენოდა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, როცა „ბარსელონაში“ ახალი მისული ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ის თავის გუნდში გამორჩეული იყო. შევხედე ამ ტანმორჩილ და მორცხვ ბიჭს და ჩემს თავს ვკითხე: „ეს არის ის, ვისზეც მეუბნებიან?”-ასე იხსენებს პეპ გვარდიოლა ლიონელ მესისთან პირველ...

მესის The Best ფიფამ მოტყუებით აჩუქა
ჩანაწერი

მესის The Best ფიფამ მოტყუებით აჩუქა

გასაგებია: ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი აღიარა, მაგრამ კითხვის ნიშნები იმავე დღეს გაჩნდა. ნიკარაგუას ნაკრების კაპიტანი ხუან ბარერა ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ მიუღია ელექტრონული ფოსტით საარჩევნო ბიულეტენი და მით უმეტეს, ლეო მესი არ აურჩევია. მეორე, ვინც გააპროტესტა, სუდანელთა ნაკრების მწვრთნელი ზდრავკო ლუგარუშიჩია. ადამიანი ამტკიცებს, ლეო სამეულშიც არ შემიყვანია და ჩემს ანკეტას გადასწორების კვალი...

ვინ არის ფატი?
ჩანაწერი

ვინ არის ფატი?

გაიცანით: 16 წლის კაფანდარა ფორვარდი. ფატი კატალონიელ ქომაგებს ახალ იმედად მოევლინა  და უკვე კლუბის ისტორიის გადაწერაც მოახერხა. სეზონის სტარტზე „ბარსას“ პრობლემები აქვს. თითქოს მესის ტრავმა არ კმაროდაო და გასულ ტურში გუნდმა უსამა დემბელე და ლუის სუარესიც მოისაკლისა. მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს მეტი არაფერი დარჩენოდა და კლუბის აღსაზრდელებს მისცა შანსი – 16 წლის ფატის და 21 წლის...

მესი და რონალდუ პარტერში, ვან დაიკი სცენაზე
ჩანაწერი

მესი და რონალდუ პარტერში, ვან დაიკი სცენაზე

წელიწადნახევრის წინ „საუტჰემპტონში“ თამაშობდა და პრემიერლიგის რიგით მცველად მიიჩნეოდა, დღეს კი თავის პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სუპერთასის მომგები და უკვე… ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. ვირჯილ ვან დაიკი, 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ევროპამ აღიარა. კონკურენტები კი ძველი ნაცნობები იყვნენ, უეფას პრიზის ძველი მფლობელები… პარტერში მსხდომი სამეულიდან სცენაზე სორედ სურინამელ-ჰოლანდიელს უხმეს, ხოლო ლეო მესი და კრიშტიანუ...

ტელოს ამბავი
ჩანაწერი

ტელოს ამბავი

გახსოვთ კრისტიან ტელო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ 7:1 „ლევერკუზენთან“. მაშინაც მოედანზე მთავარი კაცი ლეო მესი იყო. 5 გოლი ერთ მატჩში და რეკორდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე… თუმცა, არგენტინელთან ერთად, 2012 წელს გამართულ შეხვედრაში ერთ ახალგაზრდა ბიჭსაც შეამჩნევდით. მაშინ 22 წლის ფეხბურთელმა გერმანელებს დანარჩენი ორი გოლი გაუტანა და უმალ აჟიოტაჟი ატყდა. რას არ წერდნენ ესპანეთში. ოქროს...

ლეო დასაჯეს
ჩანაწერი

ლეო დასაჯეს

არგენტინის ნაკრების და „ბარსელონას“ კაპიტანი სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფედერაციისგან სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. თავიდან იყო საუბარი, რომ კონმებოლი მას ეროვნული ნაკრებიდან 2 წლით მოკვეთავდა, შემდეგ საკმაოდ მსუყე ფინანსურ ჯარიმაზე. ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, სამხრეთამერიკული ფეხბურთის ბოსებმა მესის ბოდიში გაითვალისწინონ და სულაც ყველაფერი აპატიონო. მოკლედ, ჭორები და მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა. საბოლოოდ კონმებოლმა არგენტინელ სუპერვარსკვლავს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და...

რონალდუს სულ მესი ეძახეს
ჩანაწერი

რონალდუს სულ მესი ეძახეს

ტურინის „იუვენტუსმა“ სამხრეთ კორეაში, იქაური უმაღლესი დივიზიონის ნაკრებთან სარეკლამო მატჩი გამართა. შეხედრა 3:3 დასრულდა. მატჩს 63 ათასი მაყურებელი დაესწრო და მათმა უმრავლესობამ ბილეთში ფული იმისთვის გადაიხადა, რომ მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ ეხილა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და საფინალო სასტვენამდე არ წამომდგარა. დანარჩენად ტურინელები საბრძოლო შემადგენლობით იყვნენ მოედანზე, მაგრამ ამან არ იკმარა. მეორე ტაიმის დასაწყისში ტაბლოზე რონალდუ...

მესის ორი წლით მოკვეთენ?
ჩანაწერი

მესის ორი წლით მოკვეთენ?

მესი ხელშეუხებელი არ არის. სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ, ანუ კონმებოლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების ლიდერ ლეო მესის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1500-დოლარიანი ჯარიმა მიესაჯა. საქმე ეხება ჩილეს ნაკრებთან მესამე ადგილისთვის მატაჩში მომხდარ ინციდენტს, როცა მესი მოედნიდან გააძევეს. ნამატჩევს მესიმ კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა. ეს ინციდენტი ცალკე საქმედ იქნა გამოყოფილი და მოგვიანებით განიხილავენ. მესის თუ ბრალეულობა დადასტურებული...