არგენტინის ნაკრების და „ბარსელონას“ კაპიტანი სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფედერაციისგან სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა.
თავიდან იყო საუბარი, რომ კონმებოლი მას ეროვნული ნაკრებიდან 2 წლით მოკვეთავდა, შემდეგ საკმაოდ მსუყე ფინანსურ ჯარიმაზე. ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, სამხრეთამერიკული ფეხბურთის ბოსებმა მესის ბოდიში გაითვალისწინონ და სულაც ყველაფერი აპატიონო. მოკლედ, ჭორები და მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა.
საბოლოოდ კონმებოლმა არგენტინელ სუპერვარსკვლავს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 ათასდოლარიანი ჯარიმა დააკისრა. მესი არგენტინის ნაკრებს ჩილესთან, მექსიკასთან და გერმანიასთან ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება. ის ასევე გამოტოვებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩსაც.
შეგახსენებთ, წლევანდელ კოპა ამერიკაზე ბრაზილიასთან ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ლიონელ მესის კონმებოლი მკაცრად გააკრიტიკა და ეს ორგანიზაცია კორუფციაში დაადანაშაულა. მართალია, შემდეგ მოინანია, ცხელ გულზე ვთქვიო, მაგრამ კონმობოლმა მაინც არ აპატია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
