არგენტინის ნაკრების და „ბარსელონას“ კაპიტანი სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფედერაციისგან სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. თავიდან იყო საუბარი, რომ კონმებოლი მას ეროვნული ნაკრებიდან 2 წლით მოკვეთავდა, შემდეგ საკმაოდ მსუყე ფინანსურ ჯარიმაზე. ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, სამხრეთამერიკული ფეხბურთის ბოსებმა მესის ბოდიში გაითვალისწინონ და სულაც ყველაფერი აპატიონო. მოკლედ, ჭორები და მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა. საბოლოოდ კონმებოლმა არგენტინელ სუპერვარსკვლავს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და...
