მესი ხელშეუხებელი არ არის. სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ, ანუ კონმებოლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების ლიდერ ლეო მესის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1500-დოლარიანი ჯარიმა მიესაჯა.
საქმე ეხება ჩილეს ნაკრებთან მესამე ადგილისთვის მატაჩში მომხდარ ინციდენტს, როცა მესი მოედნიდან გააძევეს. ნამატჩევს მესიმ კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა. ეს ინციდენტი ცალკე საქმედ იქნა გამოყოფილი და მოგვიანებით განიხილავენ. მესის თუ ბრალეულობა დადასტურებული იქნება, მას არგენტინის ეროვნული გუნდიდან ორი წლით მოკვეთენ, ეს კი, მისი ასაკის გათვალისწინებით, სანაკრებო კარიერის დასრულებას ნიშნავს.
უკვე იყო საუბარი, რომ ლეოს ნაკრებიდან წასვლა სურს, მაგრამ ქომაგთა რისხვას ერიდება. ასე რომ, შესაძლოა ლეოს დისკვალიფიკაციამ დიდად არც დაწყვიტოს გული.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
სიახლეები17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
სიახლეები09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
