დიდი კლუბი მხოლოდ დიდი გამარჯვებები როდია – ტრადიციებიაა, რომელიც განუხრელად ყველამ უნდა დაიცვას. ზოგჯერ ეს ტრადიციები სახალისო და ღიმილის მომგვრელია, მაგრამ საკლუბო ისტორიის ნაწილს წარმოადგენს.
ტურინის „იუვენტუსში“ ტრადიციაა: ახალწვეული გუნდის ვახშამზე სკამზე უნდა ავიდეს და იმღეროს. აბა, გონსალო იგუაინი და ჯიჯი ბუფონი რომელი ახალწვეულები არიან, მაგრამ კლუბში დაბრუნებულებს რიტუალის შესრულება მოუხდათ.
პირველი სკამზე გონსალო იგუაინი ახტა და Dezpacito საკმაოდ კარგად გამოუვიდა. ამის შემდეგ ჯიჯის სოლო იყო პროგრამაში და უბერებელმა კიპერმა Volare შემოსძახა.
კიდევ ერთი ნომერი მატეის დე ლიხტმა შეასრულა – ბობ მარლის Three Litle Birds.
საკონერტო ვახშამი ფრანგმა ადრიენ რაბიომ ჯო დასენის Les Shmps-elysees შესრულებით დახურა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
