მონტენეგრო დაძლეულია

მონტენეგრო დაძლეულია

მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა საშინაო არენაზე უახლოეს კონკურენტ მონტენეგროს 101:74 აჯობა. მთლიანობაში კარგი თამაში გვქონდა. მართალია, ალაგ-ალაგ ჩავაგდეთ, მაგრამ გამარჯვებამდე მისვლა პრობლემა არ ყოფილა.

პირველი მეოთხედი 10 ქულით მოვიგეთ. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ პერიოდის დასკვნითი ნაწილი და მეორე მეოთხედის გარკვეული დრო ჩავაგდეთ და დიდ შესვენებაზე სულ რაღაც ექვს ქულას ვიგებდით. მონტენეგრო მესამე მეოთხედშიც გაგვიძალიანდა, მაგრამ ბოლო პერიოდს 10-ქულიანი უპირატესობით შევხვდით. აი, ბოლო მეოთხედი კი ჩვენი სრული დომინაციით წარიმართა, მონტენეგროს 24:7 ვაჯობეთ და საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ.

ჯიკიჩმა 12-დან შვიდი კალათბურთელი დატვირთა, ხოლო ორს მცირე დრო მიეცა. აღსანიშნავია, რომ ვისგანაც ველოდით, საჭირო ქულები გააკეთეს: თორნიკე შენგელია 24 ქულა 7 მოხსნა; გოგა ბითაძე – 23 ქულა, 8 მოხსნა; სანდრო მამუკელაშვილი – 17 ქულა, 7 ქულა, 6 პასი; მარკიზ რიდი 12 ქულა, 8 პასი; რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა გაახერხა; ალექსანდრე მერკვილაძემ და დუდა სანაძემ – 6-6; გიორგი ტურძილაძე და გიორგი ოჩხიკიძე გუნდს 2-2 გულით შეეშველენ. მომდევნო მატჩი ჩვენებს 31 აგვისტოს პორტუგალიის წინააღმდეგ ელის.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.