მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა საშინაო არენაზე უახლოეს კონკურენტ მონტენეგროს 101:74 აჯობა. მთლიანობაში კარგი თამაში გვქონდა. მართალია, ალაგ-ალაგ ჩავაგდეთ, მაგრამ გამარჯვებამდე მისვლა პრობლემა არ ყოფილა. პირველი მეოთხედი 10 ქულით მოვიგეთ. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ პერიოდის დასკვნითი ნაწილი და მეორე მეოთხედის გარკვეული დრო ჩავაგდეთ და დიდ...
ჭდე: ალეკსანდარ ჯიკიჩი
დახურული მოგება
მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დახურული ტესტ-მატჩი გამართა და ლიბანს 93:74 აჯობა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გამოძახებული 15 კალათბურთელიდან 13-მა ითამაშა. მოედანზე არ გასულან ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი. მხოლოდ რვა წუთი ითამაშა გოგა ბითაძემაც. ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები მარკიზ რიდი და ალექსანდრე ფევაძე (13-13 ქულა) იყვნენ. გამოსარჩევია ბექა...
საქართველო ლატვიაში გაფრინდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პირველი, თბილისური ეტაპი დაასრულა და ლატვიაში გაფრინდა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი გენერალურ შეკრებას ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაივლის და მოახლოებული ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება. 2 ივლისს ჩვენები უკრაინასთან რიგაში ითამაშებენ, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს თბილისში დაუხვდება. საქართველოსა და ესპანეთს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, მაგრამ...
ახალი ამერიკელი საქართველოში…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 27 თებერვალს დანიის ნაკრებთან სტუმრად, კოპენჰაგენში, ხოლო 2 მარტს – თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს. ამ მატჩებისთვის ეროვნულ გუნდს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე – მარკის რიდი შეუერთდება. რიდი თურქული „ტრაბზონსპორის“ უკანახაზელია. იგი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე, 2024/25 წელს კი FIBA Europe Cup-ის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა და თურქეთის...
ნაკრებმა წააგო, შერმადინი – წავიდა
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, უკრაინასთან მატჩით დაიწყო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდს ცუდი სტარტი გამოუვიდა და დამარცხდა 79:92. ამ მატჩით ქართველი გულშემატკივარი გიორგი შერმადინს დაემშვიდობა. „შერმომ“ ნაკრებში 201-ედ ითამაშა, ბოლო ტენერიფეში, ესპანეთთან იქნება და ნაკრებს დაემშვიდობება. სიმბოლური იყო ისიც, რომ ანგარიში სწორედ შერმადინმა გახსნა. საერთოდ, დასაწყისი ჩვენი იყო. საქართველოს ნაკრები ლიდერობდა და...
ფინეთი ვეღარ დავძლიეთ
საქართველოს ნაკრებiი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინეთთან 79:93 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. არადა, მატჩი თანაბრად დაიწყო. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც – მეორე. მას შემდეგ, რაც ჩვენების მწვრთნელმა ალეკსანდრ ჯიკიჩმა შეცვლებს მიმართა, ფინეთმა აშკარად დაგვჩაგრა და მეოთხედი 28:15 მოგვიგეს. კიდევ უფრო ცუდი დაცვა ვითამაშეთ მეორე მეოთხედში – ფინელებმა 29 ქულა ჩაგვიგდეს. მართალია, ჩვენც კარგად ვუტევდით,...
საქართველომ კვიპროსთან ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მასპინძელ კვიპროსს მარტივად 93:61 მოუგო. ერთია, სერბ სპეციალისტ ეს მატჩი უფრო სავარჯიშოდ ჰქონდა შეგულებული და ტაქტიკაც ისეთი არჩია, რომ გუნდს სამქულიანებზე ევარჯიშა. პირველ მეოთხედში ეს არ გამოგვივიდა და 13-დან მხოლოდ სამი ჩავაგდეთ; მეორეში ბევრად უკეთ ვისროლეთ – 10-დან შვიდი. აქედან თორნიკე შენგელიას ოთხიდან ოთხი ჰქონდა,...
იტალიასთან არ გამოვიდა…
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე მატჩი გამართა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი იტალიას სამი მეოთხედი ებრძოლა, მაგრამ ბოლოს ძალები აღარ შერჩა და 62:78 დამარცხდა. დასაწყისში სროლები არ მიგვდიოდა: ხუთიდან მხოლოდ ორი საჯარიმო ჩავაგდეთ. პირველ მეოთხედში რვა სამქულიანიც ავაცილეთ… ამის ფონზე მხოლოდ 10:18 ჩამოვრჩით, ესეც შეღავათი იყო. მეორე მეოთხედში აქცენტი სამწამიანზე გავაკეთეთ,რამაც შედეგი გამოიღო: მამუკელაშვილისა და ბითაძის აქტიურობით სხვაობა...
ამას გვიმალავდით..?
ევროპის ჩემპიონატის საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მოულოდნელი მოგებით დაიწყო. აშკარა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე ჩვენებმა ხმაურიანად დაამარცხეს – 83:69. მატჩი ისე დაიწყო, ვინ იყო ევროპის ჩემპიონი, არამცოდნე დაეჭვდებოდა – ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი 13:6 დაწინაურდა. თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ეს ანგარიში ლოგიკური იყო და ესპანელთა მწვრთნელ სერჯო სკარიოლომ ტაიმაუტის აღება დასჭირდა. ამის შემდეგ ცოტა ავირიეთ. უფრო შეცვლებმა...
ჯიკიჩის 16 ცნობილია
საქართველოს ნაკრების სერბმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს 16 კალათბურთელი 28 ივლისიდან ვარჯიშს ლატვიაში დაიწყებს. გუნდი ჯამში ექვს მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს და აგვისტოს ბოლოს კვიპროსში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ უკვე 12 კალათბურთელით გაემგზავრება. შემადგენლობაში ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო...









