საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პირველი, თბილისური ეტაპი დაასრულა და ლატვიაში გაფრინდა.

ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი გენერალურ შეკრებას ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაივლის და მოახლოებული ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება. 2 ივლისს ჩვენები უკრაინასთან რიგაში ითამაშებენ, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს თბილისში დაუხვდება. საქართველოსა და ესპანეთს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, მაგრამ ამ მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გუნდებს აქ დაგროვილი ქულები მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ ექვსი მატჩი ელით. ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს. თბილისური შეკრების შედეგად, მწვრთნელმა ლატვიაში წასაყვანი 14-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა:
რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა ალავიძე, კახა ჯინაჭარაძე (ორივე ქუთაისი), დუდა სანაძე (მალიორკა, ესპანეთი), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), ვილი ისიანი (რუსთავი), გოგა ბითაძე (ორლანდო, NBA).

გუნდს ლატვიაში კიდევ სამი კალათბურთელი შეურთდება: სანდრო მამუკელაშვილი (ტორონტო, NBA), თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი), მარკიზ რიდი (ტრაბზონი, თურქეთი).
ოფიციალურ თამაშებამდე ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 24 ივნისს იურმალაში ანგოლას ეთამაშება, ხოლო 28 ივნისს, რიგაში, ლატვიას გაეჯიბრება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
