საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 27 თებერვალს დანიის ნაკრებთან სტუმრად, კოპენჰაგენში, ხოლო 2 მარტს – თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს.
ამ მატჩებისთვის ეროვნულ გუნდს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე – მარკის რიდი შეუერთდება.
რიდი თურქული „ტრაბზონსპორის“ უკანახაზელია. იგი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე, 2024/25 წელს კი FIBA Europe Cup-ის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა და თურქეთის ლიგის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.
მომავალი მატჩებისთვის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
მარკის რიდი(ტრაბზონსფორი, თურქეთი), რატია ნდრონიკაშვილი (ალგფტანესი, ისლანდია), გიორგი ოჩხიკიძე, (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), ლუკა ზაქრაძე (რაში), დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი, ესპანეთი), სანდრო სანაძე (მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი), ანზორ ნადირაძე (ვსა), ბექა ბურჯანაძე (გრნადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია), ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებს 17 თებერვლიდან დაიწყებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
