საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე მატჩი გამართა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი იტალიას სამი მეოთხედი ებრძოლა, მაგრამ ბოლოს ძალები აღარ შერჩა და 62:78 დამარცხდა.
დასაწყისში სროლები არ მიგვდიოდა: ხუთიდან მხოლოდ ორი საჯარიმო ჩავაგდეთ. პირველ მეოთხედში რვა სამქულიანიც ავაცილეთ… ამის ფონზე მხოლოდ 10:18 ჩამოვრჩით, ესეც შეღავათი იყო. მეორე მეოთხედში აქცენტი სამწამიანზე გავაკეთეთ,რამაც შედეგი გამოიღო: მამუკელაშვილისა და ბითაძის აქტიურობით სხვაობა ორ ქულამდე დავიყვანეთ – 20:22. მერე ბოლდუინმაც გამოიღო ხელი და ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე წინ გავედით – 28:27, მაგრამ გუნდები შესვენებაზე თანაბრად გავიდნენ – 32:32.
მესამე მეოთხედის დასაწყისში ბითაძის კარგი თამაშის შემდეგ საქართველო ოთხი ქულით დაწინაურდა – 41:37. თუმცა, შემდეგი სამი წუთი ქულა ვერ ჩავაგდეთ და წინ უკვე იტალია გავიდა – 46:41. გავიდა და გავიდა… შეტევაში გვიჭირდა, ბევრი გვქონდა დაკარგვა, მაგრამ დაცვაში მეტნაკლებად კარგი თამაშით მეტოქეს „გაქცევის“ საშუალებას არ ვაძლევდით და ბოლო მეოთხედის წინ ექვსი ქულით ვაგებთ – 47:53. აი, ბოლო მეოთედი კი იტალიამ 13-ქულიანი გაქცევით გახსნა და სხვაობამ 19 ქულასაც მიაღწია. ამის შემდეგ საქართველო დანებდა…
დანებდა გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელიაც, ვინაც ნერვები ვერ მოთოკა, მოედნიდან გააძევეს და დიდი შანსია, ამის გამო ხვალ საბერძნეთთან მატჩიც გამოატოვებინონ. ანდრონიკაშვილი (3ქ.), მამუკელაშვილი (13.), ჯინჭარაძე, ბურჯანაძე (7ქ.), შერმადინი (2ქ.), სანაძე (8ქ.), კორსანტია, ფევაძე, შენგელია, ბითაძე (22ქ.), ბოლდუინი (9ქ.), ოჩხიკიძე
მიხეილ ჟორჟოლიანი ლიმასოლიდან საგანგებოდ სარბიელისთვის
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე19/03/2026 | 21:07შანსი ჯერი კიდევ არის…
დავთარი18/03/2026 | 21:47კალანდაძე შაბათს ელის
კატეგორიის გარეშე10/09/2025 | 20:11ფინეთი ვეღარ დავძლიეთ
კატეგორიის გარეშე07/09/2025 | 19:53სენსაცია: საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა!
