28 აგვისტოს „პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და სპორტული დირექტორი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას დაესწრნენ, სადაც შეიტყვეს თუ რომელ გუნდებს შეხვდებიან ევროპის მთავარი საკლუბო შეჯიბრების ახალი გათამაშების პირველ ეტაპზე. სპორტული მონაცემებისა და ანალიზის ცნობილმა საერთაშორისო კომპანიამ Opta statistics-მა კი დაასკვნა, რომ პსჟ-ს სირთულის თვალსაზრისით მეორე კალენდარი ერგო. ამ თემას ლიგა 1-ის მესამე ტურში „ტულუზთან’’ შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელი ლუის ენრიკეც შეეხო.
„გულწრფელად რომ გითხრათ, მიჯობს შემდეგი წლის წილისყრას დაველოდო და თუ იგივე მოხდება დავასკვნი, რომ ღილაკი აქვთ გაფუჭებული. რასაკვირველია ვხუმრობ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი კარგია, ოღონდ 36 გუნდს სხვადასხვანაირი კალენდარი ხვდება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა. რვა საუკეთესოში კი ხვდებიან ის გუნდები, რომლებიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებენ. ჩვენ წილისყრამ ისეთი მეტოქეები გვარგუნა, რომ მათი სიძლიერის გამო შეიძლება ქულები დავკარგოთ’’, ― თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ უნდა ეთამაშოს „ბარსელონას’’, „ბილბაოს’’, „ბაიერნს’’, „ლევერკუზენს’’, „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’, „ნიუკასლ იუნაიტედს’’, „სპორტინგსა’’ და „ატალანტას’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/09/2026 | 08:01ეჭვის შეტანა არ შეიძლება!
მთავარი ამბავი10/09/2026 | 07:08რატომ არ ათამაშა ლუის ენრიკემ კვარა და დუე?
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
